თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ არა სათნო-ეყოფვოდის ურწმუნოსა მას ყოფაჲ მორწმუნესა თანა, განეშორენ, რამეთუ უმჯობეს არს დაჴსნაჲ მეუღლებისაჲ დაჴსნასა სარწმუნოებისასა. ვინაჲთგან თავს-დებად ურწმუნოჲსა მის ამისთჳს უბრძანებ მორწმუნესა, რაჲთა ჰგებდეს მას, უკუეთუ სიმშჳდით იყოფებოდის მის თანა; ხოლო უკუეთუ დღითი-დღე იბრძოლებოდის და ენებოს კუალად მიქცევაჲ მისი თჳსადვე ურწმუნოებად, განეშორენ მისგან! რამეთუ არა ეგოდენ დამონებულ არს მისდა, რაჲთამცა მეშფოთეცა და მბრძოლი იტჳრთა. ამისთჳსცა ჯერ-არს, რაჲთა მშჳდობის-ყოფისათჳს განვაშოროთ მეშფოთე იგი, რამეთუ მებრვე ამისთჳს ჩინებულ ვართ, რაჲთა დავამშჳდებდეთ ურთიერთას.
1 კორინთელთა მიმართ 7:15
14. რადგანაც ურწმუნო ქმარი მორწმუნე ცოლისაგან განიწმინდება, ურწმუნო ცოლი კი - მორწმუნე ქმრისაგან. თორემ თქვენი შვილები არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან.15. ხოლო თუ ურწმუნოს გაყრა სურს, დე, გაეყაროს. ამ შემთხვევაში დასაც და ძმასაც გზა ხსნილი აქვთ, ვინაიდან მშვიდობისთვის გვიხმო უფალმა.16. რა იცი, ქალო, იხსნი თუ არა ქმარს? ან შენ რა იცი, კაცო, იხსნი თუ არა ცოლს?
1 კორინთელთა მიმართ თავი 7