მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 7:17

16. რა იცი, ქალო, იხსნი თუ არა ქმარს? ან შენ რა იცი, კაცო, იხსნი თუ არა ცოლს?17. არამედ ყველა მოიქცეს ისე, როგორც განუწესა ღმერთმა და როგორც იხმო უფალმა. ამასვე ვუწესებ ყველა ეკლესიას.18. წინადაცვეთილად იხმო ვინმე? ნუ დამალავს თავის წინადაცვეთილობას. წინადაუცვეთლად იხმო ვინმე? ნუ წინადაიცვეთს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 7
17. არამედ ყველა მოიქცეს ისე, როგორც განუწესა ღმერთმა და როგორც იხმო უფალმა. ამასვე ვუწესებ ყველა ეკლესიას.
თავი დ̂. ქორწინებისათჳს და ქურივობისა და უქორწინებლობისა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არა განვშორებოდინ ცოლ-ქმარნი, დაღაცათუ ურწმუნონი იყვნენ, და სიწმიდისათჳს და მეორედ ქორწინებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ კაცად-კაცადსა ვითარცა განუყო ღმერთმან, და კაცად-კაცადი ვითარცა იჩინა უფალმან, ეგრეცა ვიდოდენ (7,17).:

თარგმანი: აწინდელსა ამას "არამედსა" "უკუეთუ არაჲ" უსაკუთრეს არს, და ესრეთ, ვიეთმე მიერ სხუებრ წარკითხვითა განცხადნების დაფარულებაჲ ძალისა მისისაჲ: "რაჲ იცი, მამაკაცო, აცხოვნო თუ ცოლი შენი, უკუეთუ არა!" (ესე იგი არს "გინათუ არა"), რაჲთა აქა იყოს სასუენი მკითხველისაჲ. და მერმე ახლად თავად იწყოს: "კაცად-კაცადსა ვითარცა განუყო ღმერთმან..."

ხოლო ძალი სიტყუათაჲ ამათ ესე არს, ვითარმედ: "რაჲ იცი, მამაკაცო, აცხოვნო თუ ცოლი შენი ანუ არა!" რამეთუ "უკუეთუ არაჲ" "ანუ არაჲსა" ნაცვალი არს. და ვინაჲთგან უცნაურ და არა-ცხოვნებაჲ მისი, ამისთჳს გეტყჳ, უცნასა საქმისათჳს არა განიყვნერთას, არამედ კაცად-კაცადსა ვითარცა განგიყო ღმერთმან და ვითარცა გიჩინა, გინა თუ სრული გუამი ცოლ-ქმართაჲ, მეუღლე მორწმუნე მეუღლგან ურწმუნოჲსა, მასვე ზედა ვიდოდეთ და ნუ განჰყოფთ ქორწინებასა მიზეზითა ურწმუნოებისაჲ<span...

სრულად ნახვა
თავი დ̂ * ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ კაცად-კაცადსა ვითარცა განუყო ღმერთმან, და კაცად-კაცადი ვითარცა იჩინა ღმერთმან, ეგრეცა ვიდოდენ. და ესრეთცა ყოველთა ეკლესიათა უბრძანებ: წინადაცუეთილი თუ ვინმე იჩინა, ნუ იურვინ, და წინადაუცუეთელი თუ ვინმე იჩინა, წინადაიცუეთნ. წინადაცუეთილებაჲ არარაჲ არს და წინადაუცუეთელობაჲ არარაჲვე არს, არამედ დამარხვაჲ მცნებათა ღმრთისათაჲ. კაცად-კაცადი ჩინებითა მით, რომლითა იჩინა, მასცა ზედა ეგენ; მონაჲ თუ კაცადი ჩინებითა მით, რომლითა იჩინა, მასცა ზედა ეგენ; მონაჲ თუ იჩინე, ნუ გჭირნ, არამედ ძალ თუ გედვას განთავისუფლებად, უფროჲსღა იღუაწე. რამეთუ რომელი უფლისა მიერ იჩინოს მონაჲ, უფლისა მიერ განთავისუფლებულ არს. ეგრეთცა აზნაური, რომელი იჩინა, მონაჲ არს უფლისაჲ (7,17-22).:

ვეტყჳ უქორწინებელთა მათ და ქურივთა: უკეთეს არს მათდა, უკუეთუ ეგნენ ესრეთ, ვითარცა მე (7,7-8).

თარგმანი: ვინაჲთგან აყუედრა მათ, ვითარმედ: "უთმინოებისა თქუენისათჳს", ამისთჳს აწ ნუგემინის-სცემს და ეტყჳს, ვითარმედ: ქალწულებით ყოფაჲ მადლი არს ღმრთისა მიერი. ხოლო არა თუ ამას იტყჳს, თუ ჩუენ მიერი მოსწრაფებაჲ არა საჴმარ არს, რამეთუ მადლი ყოველივე დიდისა მოსწრაფებისა მიერ მოიგების, გარნა, ვითარცა ვთქუ, ნუგეშინის-საცემელად მათდა თქუა, ვითარმედ: კაცად-კაცადსა თჳსი მადლი აქუს; რომელსამე — რაჲთა სრულიად განეყენოს ქორწინებასა, და რომელსამე — რაჲთა მეუღლე ესუას.

მოციქულისაჲ: უკუეთუ ვერ დაითმინონ, იქორწინენ. უმჯობეს არს ქორწინებაჲ, ვიდრე განჴურვებაჲ (7,9).

თარგმანი: არა თუ ესრეთ იტყჳს თუ: რაჲ ბრძოლაჲ შეექმნას, იქორწინენ; არამედ: უკუეთუ ვერ დაითმენდეს ჴურობასა მას და უძჳრესსა შთავარდებოდის, იქორწინენ.

მოციქულისაჲ: ხოლო ქორწინებულთა მათ ვამცნებ (არა მე, არამედ უფალი): ცოლი ქმრისაგან ნუ განეშორებინ. უკუეთუ განეშოროს, ეგენ უქმროდ, გინა ქმარსავე დაეგენ (7,10-11).

თარგმანი: ვინაჲთგან ეგულებოდა თქუმად შჯულისა, რომელი უფალსა თჳსითა პირითა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის