თარგმანი: ესე ცხად არს, ვითარმედ არად სავნებელ-ყოფასა მონებისასა დაამტკიცებს, და ესოდენ ფრიად, ვიდრემდის, "დაღათუ ძალ-გედვას განთავისუფლებაჲ, — იტყჳს, — შენ უფროჲსად აღირჩიე მონებაჲ, ვითარცა არა ხოლო არარაჲთ მავნებელი, არამედ ვითარცა წარმმართებელიცა ღმრთისმსახურებისაჲ". ხოლო ამას რაჲ ვიტყჳ, არავე უმეცარ ვარ მე, ვითარ ვიეთმე "უფროჲსღა იჴუმიეჲ" ესე — ესრეთ გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ: "ძალ-გედვას თუ, — განთავისუფლდი მონებისაგან", რომელი-ესე ფრიად წინააღმდგომ არს ნებასა მოციქულისასა, რომელი-იგი ესრეთ იტყჳს, ვითარმედ "დაღათუ ძალ-გედვას განთავისუფლებაჲ, შენ ეგრეთცა იჴუმიე მასვე მონებასა შინა ყოფაჲ, ვითარცა უმეტეს დამამდაბლებელობითა გონებისაჲთა დიდად შემწე ღმრთისმსახურებისაჲ".
1 კორინთელთა მიმართ 7:21
20. ყველა დარჩეს იმად, რადაც იქნა ხმობილი.21. მონად ხარ ხმობილი? ნუ სწუხარ. მაგრამ თუ შეგიძლია მოიპოვო თავისუფლება, უმალვე ისარგებლე ამით.22. რადგანაც უფლის მიერ მონად ხმობილი აზატია უფლისა, ისევე, როგორც თავისუფლად ხმობილი - ქრისტეს მონაა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 721. მონად ხარ ხმობილი? ნუ სწუხარ. მაგრამ თუ შეგიძლია მოიპოვო თავისუფლება, უმალვე ისარგებლე ამით.
თავი დ̂. ქორწინებისათჳს და ქურივობისა და უქორწინებლობისა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არა განვშორებოდინ ცოლ-ქმარნი, დაღაცათუ ურწმუნონი იყვნენ, და სიწმიდისათჳს და მეორედ ქორწინებისა
მოციქულისაჲ: მონაჲ თუ იჩინე, ნურაჲ გეურვებინ; არამედ დაღათუ ძალ-გედვას განთავისუფლებად, უფროჲსღა იჴუმიე (7,21).:
თავი დ̂ * ა
მოციქულისაჲ: არამედ კაცად-კაცადსა ვითარცა განუყო ღმერთმან, და კაცად-კაცადი ვითარცა იჩინა ღმერთმან, ეგრეცა ვიდოდენ. და ესრეთცა ყოველთა ეკლესიათა უბრძანებ: წინადაცუეთილი თუ ვინმე იჩინა, ნუ იურვინ, და წინადაუცუეთელი თუ ვინმე იჩინა, წინადაიცუეთნ. წინადაცუეთილებაჲ არარაჲ არს და წინადაუცუეთელობაჲ არარაჲვე არს, არამედ დამარხვაჲ მცნებათა ღმრთისათაჲ. კაცად-კაცადი ჩინებითა მით, რომლითა იჩინა, მასცა ზედა ეგენ; მონაჲ თუ კაცადი ჩინებითა მით, რომლითა იჩინა, მასცა ზედა ეგენ; მონაჲ თუ იჩინე, ნუ გჭირნ, არამედ ძალ თუ გედვას განთავისუფლებად, უფროჲსღა იღუაწე. რამეთუ რომელი უფლისა მიერ იჩინოს მონაჲ, უფლისა მიერ განთავისუფლებულ არს. ეგრეთცა აზნაური, რომელი იჩინა, მონაჲ არს უფლისაჲ (7,17-22).:
სრულად ნახვავეტყჳ უქორწინებელთა მათ და ქურივთა: უკეთეს არს მათდა, უკუეთუ ეგნენ ესრეთ, ვითარცა მე (7,7-8).
თარგმანი: ვინაჲთგან აყუედრა მათ, ვითარმედ: "უთმინოებისა თქუენისათჳს", ამისთჳს აწ ნუგემინის-სცემს და ეტყჳს, ვითარმედ: ქალწულებით ყოფაჲ მადლი არს ღმრთისა მიერი. ხოლო არა თუ ამას იტყჳს, თუ ჩუენ მიერი მოსწრაფებაჲ არა საჴმარ არს, რამეთუ მადლი ყოველივე დიდისა მოსწრაფებისა მიერ მოიგების, გარნა, ვითარცა ვთქუ, ნუგეშინის-საცემელად მათდა თქუა, ვითარმედ: კაცად-კაცადსა თჳსი მადლი აქუს; რომელსამე — რაჲთა სრულიად განეყენოს ქორწინებასა, და რომელსამე — რაჲთა მეუღლე ესუას.
მოციქულისაჲ: უკუეთუ ვერ დაითმინონ, იქორწინენ. უმჯობეს არს ქორწინებაჲ, ვიდრე განჴურვებაჲ (7,9).
თარგმანი: არა თუ ესრეთ იტყჳს თუ: რაჲ ბრძოლაჲ შეექმნას, იქორწინენ; არამედ: უკუეთუ ვერ დაითმენდეს ჴურობასა მას და უძჳრესსა შთავარდებოდის, იქორწინენ.
მოციქულისაჲ: ხოლო ქორწინებულთა მათ ვამცნებ (არა მე, არამედ უფალი): ცოლი ქმრისაგან ნუ განეშორებინ. უკუეთუ განეშოროს, ეგენ უქმროდ, გინა ქმარსავე დაეგენ (7,10-11).
თარგმანი: ვინაჲთგან ეგულებოდა თქუმად შჯულისა, რომელი უფალსა თჳსითა პირითა...
დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის