მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 7:27

26. მე მგონია, ახლანდელ გასაჭირში კაცისთვის უმჯობესია ისე დარჩეს, როგორც არის.27. ცოლიანი ხარ? ნუ ეძებ ცოლთან გაყრას. ცოლგანაშვები ხარ? ნუ ეძებ ცოლს.28. მაგრამ თუ იქორწინებ, არ შესცოდავ, და თუ ქალწული გათხოვდება, არც ის შესცოდავს; მაგრამ ამნაირნი თავს იდებენ ურვას ხორცისას, მე კი არ მეთმობით თქვენ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 7
27. ცოლიანი ხარ? ნუ ეძებ ცოლთან გაყრას. ცოლგანაშვები ხარ? ნუ ეძებ ცოლს.
თავი დ̂. ქორწინებისათჳს და ქურივობისა და უქორწინებლობისა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არა განვშორებოდინ ცოლ-ქმარნი, დაღაცათუ ურწმუნონი იყვნენ, და სიწმიდისათჳს და მეორედ ქორწინებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: შე-თუ-ყოფილ ხარ ცოლსა, ნუ განუტევებ. თავისუფალ თუ ხარ ცოლისაგან, ნუ ეძიებ ცოლსა (7,27).:

თარგმანი: ესრეთ უსაკუთრეს არს: შეკრულ ხარ ცოლისადა, ნუ ეძიებ განჴსნასა. განჴსნილ ხარ ცოლისაგან, ნუ ეძიებ ცოლსა. რამეთუ ზემოთა მათ თა თანა-ეწამების, და განჴსნად აწინდელსა ამას ადგილსა თუ შეთქუმულებითსა უწოდს ჟამ-ერთ განყენებასა, არამედ თჳნიერ სიძვისა სიტყჳსა დაჴსნასა მეუღლებისასა, რამეთუ თა მათ ბრძანებით უბრძანებს, რაჲთა არა დაიჴსნნენ შჯულიერისა მეუღლებისაგან. ხოლო მეორეთა — რაჲთა თავისუფალ ქორწინებისაგან, არღარა მეძიებელ იყვნენ მეუღლისა, წარმავალობისათჳს საწუთროჲსა და სიმცირისათჳს დღეთაჲსა. არამედ ამათ განზრახებით განაზრახებს, არა თუ ბრძანებით შჯულად დაუდებს.

თავი დ̂ * ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: შე-თუ-ყოფილ ხარ ცოლსა, ნუ განუტევებ; თავისუფალ თუ ხარ ცოლისაგან, ნუ ეძიებ ცოლსა; იქორწინე თუ, არა სცოდე (7,27-28).:

თარგმანი: კუალად ქორწინებულთა ეტყჳს, მათ, რომელნი მოვიდოდეს სარწმუნოებად კერპთმსახურებისაგან, ვითარმედ: უკუეთუ ცოლი გივის, ნუ დაუტევობ მას ქრისტიანობისათჳს; არას გავნებს უკუეთუ კულა უქორწინებელი ხარ, ნუ ეძიებ ცოლსა: უმჯობეს არს ქალწულებაჲ. უკუეთუ კულა ვერ ძალ-გიც ესე და იქორწინე, არავე ცოდვაჲ არს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის