თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: უკუეთუ ვინმე უშუერება-ჰგონებდეს ქალწულისა თჳსისა, აღზრდილ თუ იყოს, ესრეთ უმჯობეს ყოფასა, რომელი ჰნებავს, ყავნ; არა ცოდავს; იქორწინედ. ესე იგი არს, ? ვითარმედ: უკუეთუ ვისმე უშუერება ბუნებისა შეერაცხოს ღმრთისად განკუთნვაჲ, და ვითარ-იგი უმჯობეს არს, ქალწულად დაცვაჲ აღზრდილისა და ჰასაკად მოსრულისა ასულისა თჳსისაჲ, — რაჲცა უნდეს, იგიცა ყავნ. რამეთუ მე უმჯობესობაჲ მითქუამს ქალწულებისაჲ, ხოლო ორივე უცოდველ არს — კრძალულებით ქალწულებაჲცა და შჯულიერად ქორწინებაჲცა.
1 კორინთელთა მიმართ 7:36
35. ამას გეუბნებით თქვენსავე სარგოდ: იმიტომ კი არა, რომ ქამანდი მოგდოთ, არამედ იმიტომ, რომ განუწყვეტლივ და დაუბრკოლებრივ მსახურებდეთ უფალს.36. ხოლო ვისაც ეთაკილება, რომ მისი საქორწინოდ შეღერებული ქალი გაუთხოვარი დარჩეს, როგორც ნებავს, ისე მოიქცეს: არ შესცოდავს, თუ ქმარს გააყოლებს.37. ხოლო ვინც ურყევად დგას და მტკიცედ გადაუწყვეტია გულში, არა როგორც აუცილებლობით იძულებულს, არამედ თავისი ნების ბატონ-პატრონს, - დაიცვას თავისი ასულის ქალწულობა, კარგად იქცევა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 7