თარგმანი: რაჲ იყო პირველისა მის უშუერ საგონებელ ყოფაჲ? — ცხად არს, ვითარმედ —დაუმტკიცებლობაჲ გონებისაჲ, რომლითა ვერ გულპყრობილ იქმნა ქალწულებით აღთქუმად [· · ·] ასულისა თჳსისა, ამით შიშითა, ვითარმედ, ნუუკუე ვერ-დაცვითა თჳსისა ქალწულებისაჲთა ექმნეს ასული იგი სირცხჳლ მშობელთა თჳსთა. ამისთჳს აწ მოციქული მრავალსახედ აქებს მეორესა ამას, რამეთუ უწოდს მტკიცედ გულითა, და თჳნიერ ურვისა განმაჩინებელად თჳთმფლობელითა ნებითა ქმნილსა მას აღთქუმასა ასულისა თჳსისა ქალწულად დამარხვისასა. ვინაჲცა ამისისა ქებისაგან ცხად არს მისი ძაგებაჲ, რომელმან-იგი შიშითა ვერ-დაცვისაჲთა არა ყო აღთქუმაჲ ასულისა თჳსისა ქალწულებისაჲ, არამედ აქორწინა. ცხად არს, რამეთუ ვერ დადგრომითა გულისაჲთა მტკიცედ საქმესა შინა ღმრთისასა, ამისთჳს მტკიცესა ამას აწუევს მოციქული დამარხვად; არა თჳსისა ქალწულებისა, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, თჳსისა ქალწულისა, რომელ არს ასული მისი.
1 კორინთელთა მიმართ 7:37
36. ხოლო ვისაც ეთაკილება, რომ მისი საქორწინოდ შეღერებული ქალი გაუთხოვარი დარჩეს, როგორც ნებავს, ისე მოიქცეს: არ შესცოდავს, თუ ქმარს გააყოლებს.37. ხოლო ვინც ურყევად დგას და მტკიცედ გადაუწყვეტია გულში, არა როგორც აუცილებლობით იძულებულს, არამედ თავისი ნების ბატონ-პატრონს, - დაიცვას თავისი ასულის ქალწულობა, კარგად იქცევა.38. ასე რომ, ვინც ათხოვებს თავის ქალწულს, კარგად იქცევა, მაგრამ ვინც არ ათხოვებს, კიდევ უფრო უკეთ იქცევა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 7