თარგმანი: ესეცა სიტყუანი ესრეთ უსაკუთრეს არიან: ვინაჲცა, რომელმან განათხოვოს, კეთილად ჰყოფს, ხოლო რომელმან არა განათხოვოს, უმჯობესსა ჰყოფს. რამეთუ მშობელსა ქალისასა ეტყჳს, ვითარმედ: არა ცოდვა არს, უკუეთუ მიათხოო ასული ქმარსა. და ყოველი რომელი არა ცოდვა არს, იგი კეთილ არს. ხოლო ქალწულებით დაცვაჲ შვილისაჲ — კეთილთა უკეთეს არს. იხილე, ვითარ თანა-შეტყუებითა ქორწინებისაჲთა განმზრახ ექმნების ქალწულებასა.
1 კორინთელთა მიმართ 7:38
37. ხოლო ვინც ურყევად დგას და მტკიცედ გადაუწყვეტია გულში, არა როგორც აუცილებლობით იძულებულს, არამედ თავისი ნების ბატონ-პატრონს, - დაიცვას თავისი ასულის ქალწულობა, კარგად იქცევა.38. ასე რომ, ვინც ათხოვებს თავის ქალწულს, კარგად იქცევა, მაგრამ ვინც არ ათხოვებს, კიდევ უფრო უკეთ იქცევა.39. ქალი რჯულითაა შეკრული, სანამ ქმარი ცოცხალი ჰყავს, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, თავისუფალია: ვისაც უნდა, იმას გაჰყვეს, მხოლოდ უფლის მიერ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 7