თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ საქმესა ამას შჯულად დაგიდებ, ანუ ვიტყჳ თუ კეთილ არს, რომელმან ესე ქმნას და საქებელ არს ეგე, ვითარცა სათნოებისა მოქმედი, არამედ შენდობით ვიტყჳ ამას თქუენისა უთმინოებისათჳს და უძლურებისა, რამეთუ ვერ ძალ-გიც ბრძოლისა ჴორცთაჲსა თავს-დებად. ამისთჳს შემინდობია, რაჲთა არა განეშორებოდით ურთიერთას თჳნიერ ჟამსა მარხვისა და ლოცვისასა, რაჲთა არა იძლევოდით ჴორცთა ბრძოლისაგან. თუარა, უმჯობესი ესე არს, რაჲთამცა იყვენით, ვითარცა მე.
1 კორინთელთა მიმართ 7:6
5. ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა ურთიერთთანხმობითა და დროებით, რათა ლოცვისთვის მოიცალოთ, მერე კი კვლავ დაუბრუნდით ერთიმეორეს, რათა სატანამ არ გაცთუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო.6. თუმცა ამას ვამბობ დასაშვებად და არა ბრძანების ნიშნად.7. რადგანაც მინდა, რომ ყველა კაცი ჩემსავით იყოს, თუმცა ყველას თავისი მადლი აქვს ღვთისაგან, ზოგს - ასე, ზოგს - ისე.
1 კორინთელთა მიმართ თავი 7