📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: ხოლო რომლისათჳს მოსწერეთ ჩემდა, უმჯობეს არს კაცისა დედაკაცისა შე-ვე-არა-ხებაჲ. ხოლო სიძვისათჳს კაცად-კაცადსა ქმარი იგი თანანადებსა მისცემდინ, ეგრეთცა ცოლი — ქმარსა (7,1-3).
თარგმანი: მიეწერა მისდა კორინთელთა თუ: ჯერ-არსა ცოლთაგან განშორებაჲ? ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: კეთილი და უაღრესი ესე არს, რაჲთა ყოვლადვე არა შეეხოს კაცი დედაკაცსა. უკუეთუ კულა ვერ ეძლოს სიძვისათჳს, რაჲთა არა იძლევოდის მის მიერ, კეთილ არს, რაჲთა შჯულიერი ცოლი ესუას, გინა შჯულიერი ქმარი. ვინაჲთგან თქუა თუ "თანანადებსა მისცემდინ ერთიერთსა". აწ უთარგმნის თუ რაჲ არს თანანადები იგი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: ესე არსო თითოეულისა თანანადები, რაჲთა არა აქუნდეს ჴორცთა ზედა თჳსთა ჴელმწიფებაჲ სხჳსა გუამსა შეხებად, თჳნიერ თჳსისა მეუღლისა.
მოციქულისაჲ: ცოლსა მას თჳსთა ჴორცთა ზედა არა ჴელ-ეწიფების, არამედ ქმარსა. ეგრეთცა ქმარსა თჳსთა ჴორცთა ზედა არა ჴელ-ეწიფების, არამედ ცოლსა. ნუ ურთიერთას, გარნა თუ შეთქუმით რაჲმე ჟამ რავდენმე, რაჲთა მოიცალოთ ლოცვად, და კუალად ურთიერთასვე შეეყვენით, რაჲთა არა განგცადნეს თქუენ ეშმაკმან უთმინოებითა თქუენითა (7,4-5).
თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: ნუ განეყენებინ ქმარი ცოლისაგან, რაჟამს ერთბამად იყვნენ, რაჲთა არა მიეცეს სიძვისა მიზეზი. ხოლო მე ვიხილენ ვიეთნიმე უგუნურნი, რომელთა დააყენნეს ვიეთნიმე, რომელთა ენება ცოლთა თჳსთა ღმრთისათჳს დატევებაჲ და მონაზონ ყოფაჲ, და მოიღეს სიტყუაჲ ესე მოციქულისაჲ მათისა უგუნურებისა მოწამედ, და ვერ გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ მოციქული სხჳსა პირისათჳს იტყვს ამას, რამეთუ, ვინაჲთგან იყვნეს ვიეთნიმე კორინთეს შინა, რომელ თჳნიერ მეუღლეთა მათთა განზრახვისა განეყენნიან მათ ჟამ რავდენმე და კუალად მივიდიან, და ესრეთ, ოდესმე მივიდოდიან და ოდესმე —არა. და იქმნებოდა საქმე ესე მიზეზ მეუღლეთა მათთა მრუშებისა. ხოლო ცნა ესე მოციქულმან და ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან მეუღლენი გისხენ თქუენ და არა სრულიად დაუტეობთ მათ ღმრთისათჳს, ბარე მიზეზ მრუშებისა ნუ ექმნებით. ნუცა განეშორებით ურთიერთას ჟამ რავდენმე, არამედ ოდეს იყოს ჟამი მარხვისა და ლოცვისაჲ, მაშინ მეუღლისაცა განზრახვითა განეყენენით მოცალენისათჳს და კუალად ურთიერთას შეეყვენით, რაჲთა არა განგცადნეს თქუენ ეშმაკმან სიძვითა უთმინოებისა თქუენისათჳს. რამეთუ გამოაჩინა, ვითარმედ ესეცა უთმინოებისა მათისათჳს ჰრქუა, ხოლო ღმრთისათჳს სრულიად განშორებულთა მეუღლეთაგან ეტყჳს, ვითარმედ: "უმჯობეს არს, რაჲთა იყვნეთ, ვითარცა მე".
მოციქულსაჲ: ხოლო ამას ვიტყჳ შენდობით, არა ბრძანებით. რამეთუ მე მნებავს ყოვლისა კაცისაჲ ყოფად, ვითარცა თავი თჳსი" (7,6-7).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ საქმესა ამას შჯულად დაგიდებ, ანუ ვიტყჳ თუ კეთილ არს, რომელმან ესე ქმნას და საქებელ არს ეგე, ვითარცა სათნოებისა მოქმედი, არამედ შენდობით ვიტყჳ ამას თქუენისა უთმინოებისათჳს და უძლურებისა, რამეთუ ვერ ძალ-გიც ბრძოლისა ჴორცთაჲსა თავს-დებად. ამისთჳს შემინდობია, რაჲთა არა განეშორებოდით ურთიერთას თჳნიერ ჟამსა მარხვისა და ლოცვისასა, რაჲთა არა იძლევოდით ჴორცთა ბრძოლისაგან. თუარა, უმჯობესი ესე არს, რაჲთამცა იყვენით, ვითარცა მე.