მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 7:8

7. რადგანაც მინდა, რომ ყველა კაცი ჩემსავით იყოს, თუმცა ყველას თავისი მადლი აქვს ღვთისაგან, ზოგს - ასე, ზოგს - ისე.8. დაუქორწინებლებსა და ქვრივებს კი ვეტყვი: ურჩევნიათ ჩემსავით დარჩნენ.9. მაგრამ თუ თავშეკავება არ შეუძლიათ, უმჯობესია იქორწინონ, რადგანაც ქორწინება სჯობს წვასა და დაგვას.
1 კორინთელთა მიმართ თავი 7
8. დაუქორწინებლებსა და ქვრივებს კი ვეტყვი: ურჩევნიათ ჩემსავით დარჩნენ.
თავი დ̂. ქორწინებისათჳს და ქურივობისა და უქორწინებლობისა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არა განვშორებოდინ ცოლ-ქმარნი, დაღაცათუ ურწმუნონი იყვნენ, და სიწმიდისათჳს და მეორედ ქორწინებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვეტყჳ უქორწინებელთა მათ და ქურივთა: კეთილ არს მათდა, უკუეთუ ეგნენ ესრეთ, ვითარცა მე. ხოლო უკუეთუ ვერ დაითმინენ, იქორწინედ; რამეთუ უმჯობეს არს ქორწინებაჲ, ვიდრე განკურვებაჲ (7,8-9).:

მოციქულისაჲ: ხოლო რომლისათჳს-იგი მოსწერეთ ჩემდა, კეთილ არს კაცისა დედაკაცისა შე-ვე-არა-ხებაჲ (7,1).

თარგმანი: ვინაჲთგან კორინთელთა მიუწერეს მოციქულსა, " ჯერ-არსა განყენებაჲ ცოლთაგან ანუ არა?" — ამისთჳს მიუწერს, ვითარმედ: უმაღლეს ცოლიერებისარულეს ქალწულებაჲ არს; ხოლო რებისათჳს და შემწედ უძლურებისა სჯულიერივე საქმე , რაჲთა ესუას კაცსა ცოლი, შჯულიერითა წესითა ხუედრებული მისდა.

მოციქულისაჲ: ხოლო სიძვისათჳს კაცად-კაცადსა თჳსი ცოლი ესჳნ და თითოეულსა თჳსი ქმარი ესჳნ (7,2).

თარგმანი: ვინაჲთგან შენდობით განუწესა ქორწინებაჲ, აწ მიზეზსაცა დაჰრთავს, ვითარმედ: ამისთჳს ბრძანებულ იქმნა მეუღლებაჲ, რაჲთა არა სიძვასა ვინმე შთავარდეს წინადაუდგომელობითა ჴორცთა ბრძოლისაჲთა.

მოციქულისაჲ: ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდინ; ეგრეთცა ცოლი — ქმარსა (7,3).

თარგმანი: თანანადებობასა საქმისასა ვითარცა შჯულად დაუდებს, ხოლო თუ რაჲ არს პატივი იგი, შემდგომითა სიტყჳთა თარგმნის.

მოციქულისაჲ:...

სრულად ნახვა
თავი დ̂ * ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
ვეტყჳ უქორწინებელთა მათ და ქურივთა: უკეთეს არს მათდა, უკუეთუ ეგნენ ესრეთ, ვითარცა მე (7,7-8).:

თარგმანი: ვინაჲთგან აყუედრა მათ, ვითარმედ: "უთმინოებისა თქუენისათჳს", ამისთჳს აწ ნუგემინის-სცემს და ეტყჳს, ვითარმედ: ქალწულებით ყოფაჲ მადლი არს ღმრთისა მიერი. ხოლო არა თუ ამას იტყჳს, თუ ჩუენ მიერი მოსწრაფებაჲ არა საჴმარ არს, რამეთუ მადლი ყოველივე დიდისა მოსწრაფებისა მიერ მოიგების, გარნა, ვითარცა ვთქუ, ნუგეშინის-საცემელად მათდა თქუა, ვითარმედ: კაცად-კაცადსა თჳსი მადლი აქუს; რომელსამე — რაჲთა სრულიად განეყენოს ქორწინებასა, და რომელსამე — რაჲთა მეუღლე ესუას.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის