თარგმანი: მეცნიერ უწოდა მას, არათუ რამეთუ იყო, არამედ რამეთუ ჰგონებდა მეცნიერ-ყოფასა თავისა თჳსისასა, რომელი-იგი შეურაცხ-ყოფით დაჯდებოდა ტაბლასა კერპთასა, და ვითარცა არარათასა, ეგრეთ ჭამდა ნაგებსა მათსა. და ამას მეცნიერ იყო, ვითარმედ კერპნი არა ღმერთ არიან, ხოლო ამას არღარა სცნობდა, ნუუკუე სხუაჲ ვინმე აღებაძვოს მას საკერპოთა შესლვითა და არღარა შეურაცხებითა შევიდოდის მისებრ, არამედ რეცა ჰგონებდეს თუ ძალი რაჲმე აქუს კერპთა, და ეგრეთ ჭამდეს ნაზორევსა მათსა.
1 კორინთელთა მიმართ 8:10
9. მაინც სიფრთხილე გმართებთ, რათა ეგ თქვენი თავისუფლება საცთური არ შეიქნეს უძლურთათვის.10. რადგან თუ ვინმე დაგინახავს, რომ შენ, რომელსაც გაქვს ცოდნა, საკერპოში ინახად ზიხარ, განა მისი უძლური სინიდისი არ განაწყობს კერპთშეწირულობის ჭამად?11. და შენი ცოდნით წარწყმდება შენი უძლური ძმა, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.
1 კორინთელთა მიმართ თავი 8