1.მაშინ მიემსგავსება ცათა სასუფეველი ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გადავიდნენ სიძის შესაგებებლად.2.ხოლო ხუთი მათგანი გონიერი იყო, ხუთი კი - უგუნური.3.უგუნურებმა აიღეს თავიანთი ლამპრები, მაგრამ თან არ წაიღეს ზეთი.4.გონიერებმა კი თავიანთ ლამპრებთან ერთად თან წაიღეს ზეთიც თავიანთი ჭურჭლებით.5.და რაკი სიძემ დაიგვიანა, ყველას რული მოერია და ჩაეძინა.6.მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: აჰა, მოდის სიძე, გამოდით, გამოეგებეთო.7.მაშინ ადგა ყველა ქალწული და გამართეს თავიანთი ლამპრები.8.და უგუნურებმა უთხრეს გონიერთ: გვიწილადეთ თქვენი ზეთი, ვინაიდან ჩვენი ლამპრები ქრება.9.გონიერებმა კი მიუგეს: რომ არ შემოგვაკლდეს ჩვენცა და თქვენც, გიჯობთ წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის.10.როცა საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და დაიხშო კარი.11.შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულნიც და სთხოვეს: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ.12.ხოლო მან პასუხად მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით: არ გიცნობთ თქვენ.13.მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა.
14.რადგანაც იმ კაცივით მოიქცევა, რომელმაც გამგზავრებისას უხმო თავის მონებს და მთელი თავისი ავლადიდება ჩააბარა.15.ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს - ორი, მესამეს - ერთი, თვითეულს - მისი უნარის მიხედვით, და გაემგზავრა.16.ხუთი ტალანტის მიმღები წავიდა, ივაჭრა და ხუთი სხვა ტალანტიც მოიგო.17.ასევე ორი ტალანტის მიმღებმა მოიგო ორი სხვაც.18.ხოლო ერთი ტალანტის მიმღები წავიდა, მიწაში დაფლა და დამალა თავისი პატრონის ვერცხლი.19.დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა იმ მონების პატრონი და ანგარიში მოსთხოვა მათ.20.ეახლა ხუთი ტალანტის მიმღები, ხუთი სხვა ტალანტიც მიართვა და უთხრა: ბატონო, შენ მომეცი ხუთი ტალანტი და, აჰა, მათი წყალობით, ხუთი სხვა ტალანტიც მოვიგე.21.ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ! რაკიღა მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში.22.ეახლა ორი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, შენ მომეცი ორი ტალანტი და აჰა, მათი წყალობით, ორი სხვა ტალანტიც მოვიგე.23.ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ! რაკი მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში.24.ეახლა ერთი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ; მოიმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრებ, სადაც არ დაგიბნევია.25.ჰოდა, შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი; აჰა, შენი შენავე გქონდეს.26.ხოლო პატრონმა მიუგო და უთხრა მას: უკეთურო და მცონარა მონავ! იცოდი, რომ მოვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია.27.ამიტომაც გმართებდა ვაჭრებისათვის მიგეცა ჩემი ვერცხლი, რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი მონაგებითურთ.28.მაშ, წაართვით მაგას ტალანტი, და მიეცით ათი ტალანტის მქონეს.29.რადგან ყველა მქონეს მიეცემა და მიემატება, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაცა აქვს.30.ხოლო ეგ ურგები მონა გააგდეთ გარესკნელის ბნელში. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.
31.და როდესაც მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა წმიდა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება იგი თავისი დიდების ტახტზე.32.შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი და გაარჩევს მათ ერთმანეთისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან.33.და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, ხოლო თხებს - მარცხნივ.34.მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან.35.რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ;36.შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ.37.მაშინ მართალნი პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ანდა მწყურვალი და გასვით შენ?38.როდის გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანდა შიშველი და შეგმოსეთ შენ?39.როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში, და გინახულეთ?40.მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ.41.მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული.42.რადგან მშიოდა და არ მომეცით საჭმელი; მწყუროდა და არ მასვით;43.უცხო ვიყავი და არ შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ; სნეული ვიყავი და საპყრობილეში, და არ მინახულეთ.44.მაშინ ისინიც პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხოდ მყოფი, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ?45.მაშინ მიუგებს და ეტყვის მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რითაც არ შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით არც მე შემეწიეთ.46.და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „რაჟამს მოვიდეს ძჱ კაცისაჲ დიდებითა თჳსითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა ზედა დიდებისა თჳსისათა; და შეკრბენ წინაშე მისსა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან“ (25,31-32).
სიტყუათაჲ ამათ შუენიერთა და შესაძრწუნებელთაჲ, რომელნი მარადის გონებათა შინა ჩუენთა არიან, ვისმინოთ აწ შიშით და ლმობიერებით, რომელნი-ესე აღსასრულად ყვნა სწავლისა მის თჳსისა უფალმან და სამარ-თლად ესრეთ...
1-5. მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს ლამპარნი თჳსნი და განვიდეს მიგებებად სიძისა. ხოლო ხუთნი მათგანნი იყვნეს ბრძენნი და ხუთნი - სულელნი. მიიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი. ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა ლამპართა მათთა თანა. და დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს. - ქალწულთა სახით უფალი ჩვენ გვთავაზობს იგავს მოწყალებაზე, სახელდობრ, მართალია,...
ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათთანაზეთიჭურჭელთა მათთა ლამპართა მათთა თანა (მათ. 25, 4)
კეთილშობილნო მოწაფენო! თქვენ უეჭველად არა ერთგზის გექნებათ გაგონილი წმიდა ნინა საქართველოის განმანათლებელის დღესასწაულზე, - რომელიც თქვენის ეკლესიის დღესასწაულიც არის, - სახარებისაგან მაცხოვრის იგავი ათთა ქალწულთა ზედა. ეს იგავი იპყრობს თვის შორის დიდთა ჭეშმარიტებათა და დარიგებათა, რომელნიცა საჭირონი არიან ყოველივე ასაკისა წოდებისა და სქესისათვის. მაგრამ მან განსაკუთრებით თქვენი ყურადღება უნდა მიიზიდოს,...
ჰრქვა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიეროდა სარწმუნოო, მცირესა ზედა სარწმუნო იქმენ,მრავალსა ზედა დაგადგინო შენ. შევედსიხარულსა უფლისა შენისასა (მატ. კე. კა).
ესრეთ უთხრა უფალმან მონასა მას, რომელმან, მიიღო რა ორი მხოლოდ ტალანტი, ანუ ნიჭი, კეთილგონიერად იხმარა იგი, განამრავლა და ნაცვლად ორისა წარუდგინა უფალსა თვისსა ოთხი. ამავე სიტყვათა გავიგონებთ ჩვენცა ყოველნი, ძმანო ქრისტიანენო, უფლისაგან მეორედ მოსვლასა მისსა, უკეთუ გონიერათ მოვიხმართ და განვამრავლებთ ტალანტთა, ანუ ნიჭთა,...
ძმანო ქრისტიანენო! დღეს წაკითხულისა სახარებისაგან გესმათ თქვენ იგავი, რომელი მაცხოვარმან ჩვენმან ჰრქვა მოწაფეთა თვისთა. სასუფეველი ღვთისა, სთქვა უფალმან, ემსგავსება კაცსა, რომელმან მოუწოდა თვისთა მონათა და მისცა მათ ტალანტნი, ანუ დიდ-ფასნი ვერცხლნი, თვითეულსა ძალისამებრ მისისა. ერთსა მათგანსა მისცა ხუთი ტალანტი, მეორესა ორი, ხოლო მესამესა ერთი და უბრძანა მათ, რათა ამუშაონ, ანუ ასარგებლონ იგინი და განამრავლონ. პირველმან მონამან ასარგებლა ხუთი თვისი ტალანტი და მოიგო სხვა ხუთი; ესრეთვე ქმნა...
მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა:უფალო! უწყოდი, რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ შენ, მოიმკი, სადაარა დასთესი, და შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიეს, და შემეშინა,წარვედ და დავმალე ქანქარი, იგი შენი ქვეყანასა (მათ. 25, 24-25).
ამ სიტყვებით უნდოდა დაემალა თვისი უკმაყოფილება და დრტვინვა მესამესა მონასა, რომელმან მიიღო ერთი მხოლოდ ქანქარი, ანუ ტალანტი, მან დაინახა, რომ სხვათა მონათა მიიღეს ხუთ-ხუთი და ორ-ორი ტალანტი მეფისაგან, და ეწყინა, იფიქრა, რა უნდა მოვიგო ამ ერთი...
უხმარი ეგე მონაი განჰხადეთ ბნელსა მას გარესკნელსა,მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაი კბილთაი (მათ. 25, 30).
რისთვის განურისხდა, ძმანო ქრისტიანენო, მონასა ამას მეფე იგი, ხსენებული დღეს წაკითხულს იგავში? რისთვის უთხრა მას: ბოროტო მონაო და მედგარო, და რისთვის გააგდო იგი ბნელსა გარესკნელსა? მისთვის, რომ ის იყო მედგარი, ესე იგი ზარმაცი, არ უყვარს შრომა და მუშაობა. თავის სიცოცხლეში მან არა თუ რაიმე კეთილი ჰქმნა და რაიმე შეიძინა, არამედ ის ნიჭიც, რომელიც მას მისცა ღმერთმა - დაჰმალა მიწაში. წინააღმდეგ...
და მოიგოს მეუფემან მან და რქვას მათ: „ამინგეტყვი თქვენ, რავდენი უყავით ერთსა ამასმცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავით“ (მათე 31).
იქნება, ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, ოდესმე ვინმემ თქვენგანმა იკითხა თავის გულში, რომელი არის უდიდესი ყოველთა ქრისტიანეთა სათნოებათა შორის? რომლითა საქმითა, ანუ სათნოებითა ქრისტიანე უმეტესად ასიამოვნებს ღმერთსა, და დაიმკვიდრებს სასუფეველსა ღვთისასა? დღეს წარკითხული სახარება გვაძლევს ჩვენ ამისა პასუხსა. უდიდესი და უმეტესად ყოვლისა სასიამოვნო...
რა ჟამს მოვიდეს ძე კაცისა დიდებითა თვისითა დაყოველნი ანგელოსნი მისნი მასთანა, მაშინ დაჯდესსაყდართა დიდებისა თვისისათა (მათე 25, 31)
წმინდამან ეკლესიამან დააწესა აწინდელსა კვირიაკესა ზედა წაკითხვა სახარებისა მის, რომლისა შინა მაცხოვარი ცხოველად აღწერს მეორესა მოსვლასა და საშინელსა სამსჯავროსა. ფრიად საჭირო და სასარგებლო არს, ძმანო ჩემნო, ხშირად და ცხადად წარმოვიდგენდეთ საშინელსა ამას დღესა. შევკრიბოთ საღმრთოისა წერილისაგან ყოველი, რაიცა სულმან წმიდამან წინადვე გვამცნო ჩვენ ამ...
არა უმიზეზოდ დააწესა, ძმანო ქრისტიანენო, წმიდამან ეკლესიამან წარკითხვა დღეს სახარებისა მის, რომელიცა გამოხატავს მეორედ მოსვლასა და საშინელსა სამსჯავროსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. მოახლოებულ არიან დღენი ლოცვისა და მარხვისანი, რომელთა შინა ჩვეულება გვაქვს ჩვენ, მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა, მონანება და მიღება წმიდისა საიდუმლოისა; ამისათვის წმიდა ეკლესია ადრითგან გვამზადებს ჩვენ, რათა ღირსად აღვასრულოთ საღმრთო ვალი ესე ჩვენი და სიწმიდით განვატაროთ დღენი დიდისა მარხვისანი. ერთსა მახლობელსა...
საპყრობილესა შინა ვიყავ, და მოხვედით ჩემდა. (მათე 25, 36)
უფალი ჩვენი იესო ქრისტე, სხვათა შორის კეთილთა მოქმედებათა, ამასაც მოითხოვს ჩვენ ქრისტიანეთაგან, რომ არ დავივიწყოთ, არამედ მივხედოთ მათ, რომელნი თვისმან უბედურებამ შთააგდო საპყრობილესა შინა. აღმასრულებელნი ესრეთისა მცნებისა, ჩვენ შემწეობითა მრავალთა კეთილ-მსახურთა ქრისტიანეთა, ავაშენეთ და მოვაწყეთ ეკლესია ესე, და დღეს, ღვთის მადლით, იგი იქმნა განახლებულ და კურთხეულ. დიდითა სიხარულითა და მადლობითა უნდა მიიღოსთ თქვენ, ძმანო და...
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!
ქრისტე აღდგა!
აი, დგება ჟამი ყოვლისმომცველი ბედნიერებისა! გმინავს შემუსვრილი ჯოჯოხეთი, ხოლო მისი დიადი მძლეველი ზეცად მაღლდება და თან შემხვედრ გაოცებულ ანგელოზთა ხმა მიჰყვება: „ვინ არს ესე მეუფე დიდებისაი?“ აწ უკვე ჩვენც, აღდგომის სიხარულით აღვსილნი ქრისტიანენი, პასუხად ვამბობთ: „უფალი...
სწავლაჲ ჲ გლოვისათჳს თჳსთა ცოდვათაჲსა და ქველისსაქმისათჳს:
...გან, წყეულნო, ცეცხლსა მას, განმზადებულსა ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს. რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი“, და შემდგომი ამისი. ისმინე იგავი იგი ქალწულთაჲ მათ, ვითარ განვარდეს სასძლოჲსა მისგან, ვინაჲთგან ზეთი წყალობისაჲ არა აქუნდა. ისმინე წინაჲსწარმეტყუელისაჲ, ვითარ იტყჳს: „მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა“. რამეთუ ეგრეთვე ჩუენ თანაგუაც მოწყალებაჲ მოყუსისაჲ, ვითარცა ჩუენ ვითხოვთ ღმრთისა მიერ, ხოლო მოწყალებაჲ კეთილი ესე არს, რაჟამს ნაკლულევანებისაგან ჩუენისა მივსცემდეთ და არა ნამეტნავისაგან; და უკუეთუ ნამეტნავისაგანცა არა მივსცემდეთ, არა უწყი, თუ ვითარი ვპოოთ წყალობაჲ მას დღესა, ანუ ვითარ განვერნეთ სატანჯველისაგან?
ვინაჲთგან უკუე ქალწულთა მათ ესეოდენთა შრომათა შემდგომად არარაჲ პოვეს ნუგეშინის-ცემაჲ, რაჲ ვყოთ ჩუენ, საწყალობელთა ამათ? რამეთუ ესრეთ გუაყუედრებდეს ქრისტე, ვითარმედ: „მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი“, და: „რაოდენი არა უყავთ ერთსა მცირეთაგანსა, არცა მე მიყავთ“. რამეთუ ყოველივე კაცი, გინა დიდი იყოს, გინა მცირჱ, ოდენ მორწმუნე იყოს, და არა...
...რაჲმე და დაჴსნილებისა და სიცოფისა სახჱ, რამეთუ ესევითარნი არიან საქმენი სოფლისანი, ესევითარნი არიან ზრუნვანი ამაოჲსა ამის ცხორებისანი. ამისთჳს ეწოდა ქალწულთა მათ ცოფ, რამეთუ სოფლისა ამის საქმეთა შექცეულ იყვნეს და შეიკრებდეს, სადა არა ჯერ-იყო შეკრებაჲ, და სადა სიმდიდრჱ კეთილი იყო, მუნ გლახაკ იყვნეს. შიშ არს უკუე და ძრწოლა, ნუუკუე წარვიდეთ ამიერ ჩუენცა შემოსილნი სამოსლითა შეგინებულითა, სადა-იგი ყოველთა მართალთა აქუნდეს ბრწყინვალები და დიდებული სამოსლები, რამეთუ არარაჲ არს ცოდვისა უბილწჱს და უსაძაგელჱს. ამისთჳს ბუნებასა მას ცოდვისასა გამოსთარგმნიდა წინაჲსწარმეტყუელი და იტყოდა: „შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი“. და უკუეთუ გნებავს, რაჲთამცა სცან სიმყრალჱ იგი ცოდვისაჲ და საძაგელებაჲ, მოიგონე, თუ რაჲ არს იგი შემდგომად ქმნისა, რაჟამს განეყენოს კაცი გულისთქუმისა მისგან ბოროტისა, რაჟამს არღარა სწუვიდეს ცეცხლი იგი გულისთქუმისაჲ, თუ ვითარ საძაგელად უჩნს იგი კაცსა. კუალად გულისხმა-ყავ გულისწყრომაჲ, რაჟამს დაწყნარებულად იყო, გულისხმა-ყავ ანგაჰრებისათჳს, რაჟამს გარეგან ვნებისა მის იყო, ვითარ არარაჲ არს უსაძაგელჱს მისა.
ამას ყოველსა ზედაჲსზედა გეტყჳ თქუენ არა თუ ამისთჳს, რაჲთამცა მო...
...ჴელ-ეწიფების ხილვად მეფისა, არამედ საპყრობილესა შინა არნ და სატანჯველთა. რამეთუ რა-ჟამს ვიტაცებდეთ და ანგაჰარ ვიყვნეთ, ვავნებდეთ სხუათა, უწყალო ვიყვნეთ, ვითარ შეუძლოთ მუნ მისლვად?
და იხილენით ქალწულნი იგი, ვითარ არა ჴელ-ეწიფა შესლვად, სადა იგი იყო, არამედ მართლუკუნიქცეს, დაშრტეს რაჲ სანთელნი მათნი, ესე იგი არს, ვითარმედ დაუტევნა იგინი მადლმან მან. რამეთუ ალი იგი, რომელი მოგუეცა ჩუენ მადლისა მის სულისა წმიდისაჲ, უკუეთუ გუენებოს, აღორძნდების, და უკუეთუ გუენებოს, სრულიად დაშრტების იგი. ხოლო იგი რაჲ დაშრტეს, მერმე არღარაჲ იყოს სხუაჲ ჩუენ ზედა, გარნა არმური და ნისლი. ამისთჳსცა თქუმულ არს, ვითარმედ: „სულიმცა ნუ დაივსების“. ხოლო დაივსების, რაჟამს ზეთი არა აქუნდეს, და რაჟამს ქარი სასტიკისა მობერვისაჲ იქმნას, და კუალად, რაჟამს იწროებით იყოს და ჭირით, რამეთუ ესრეთ დაშრტების ცეცხლი; ხოლო შეიწრდების ესე ცეცხლი ზრუნვათაგან სოფლისათა და დაშრტების გულისთქუმისაგან ბოროტისა, ხოლო არარაჲ ესრეთ დაშრეტს, ვითარ უწყალოებაჲ და მძჳნვარებაჲ და ტაცებაჲ. რამეთუ რომელი არა ზეთისა ქონებასა თანა წყალსაცა გრილსა დაასხმიდეს, ვითარ შეუძლოს მან აღნთებად სანთლისა მის? ხოლო წყალი იგი ანგაჰრებისაჲ არ...