თარგმანი: ესე სიტყუაჲ მეცნიერებასა ზედა აღზუავებულთა მათ მიმართ არს, ვითარმედ: ამას ზედა ნუ ჰზუაობთ, რომელი-ესე ყოველთა გულისჴმა-გჳყოფიეს, ვითარმედ არარა არიან კერპნი ესე, სოფლიოთა მიერ აღმართებულნი რამეთუ "არავინ არსი" არარაობისა ნაცვალად დადვა, ხოლო "სოფელსა შინა" — ნაცვალად სოფლიოთა მიერ აღმართებულისა. და ესე ყო წესითა გარეშეთა ბრძენთა მეტყუელებისაჲთა, რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ უჴმდა-ვე-ღა, თუმცა არა უღონო არს იგი ფილოსოფოსთა მეტყუელებისაგან.
1 კორინთელთა მიმართ 8:4
3. მაგრამ ვისაც ღმერთი უყვარს, კიდეც შეიცნობა მის მიერ.4. რაც შეეხება კერპთათვის შენაწირის ჭამას, ვიცით, რომ კერპი არაფერია ამ ქვეყნად და არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა ერთისა.5. რადგან თუკიღა არიან ეგრეთწოდებული ღმერთები მიწაზე თუ ცაში (როგორც არის მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი),
1 კორინთელთა მიმართ თავი 8