მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 8:7

6. ჩვენ ერთი გვყავს მამა ღმერთი, ვისგანაც არის ყოველი და ვისთვისაც ვართ ჩვენ, და ერთი უფალი, იესო ქრისტე, ვის მიერაც არის ყოველი და ვის მიერაც ვართ ჩვენც.7. მაგრამ ყველას როდი აქვს ცოდნა, რადგანაც ზოგიერთნი, ჩვეულებისამებრ, აქამდე ჭამენ კერპთათვის შენაწირს, და მათი უძლური სინიდისი იბღალება.8. მაგრამ საჭმელი როდი გვაახლოებს ღმერთთან, რადგანაც ჭამით არაფერი გვემატება და უჭმელობითაც არა გვაკლდება რა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 8
7. მაგრამ ყველას როდი აქვს ცოდნა, რადგანაც ზოგიერთნი, ჩვეულებისამებრ, აქამდე ჭამენ კერპთათვის შენაწირს, და მათი უძლური სინიდისი იბღალება.
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ არა ყოველთა თანა არს მეცნიერებაჲ (8,7).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ არა ყოველთა იციან, ვითარმედ ერთ არს ღმერთი და ერთ უფალი, და არა მრავალ. არცაღა ამას მეცნიერ არიან ყოველნი, ვითარმედ კერპნი წარმართთანი არარა არიან.

სიტყუანი კორინთელთა ა ებისტოლისანი თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელნიმე იჭჳთ ვიდრე აქამომდე კერპთასა მას ვითარცა ნაკერპავსა (8,7).:

თარგმანი: რაჲ არს იჭჳ იგი? ესე იგი არს, ვითარმედ: მითვე გონებითა, რომლითა-იგი პირველ იყვნეს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის