თარგმანი: ვითარცა მიზეზსა არსთა არსებისასა მამასა იტყჳს, რომლისაგან არს ყოველი, "რომლისაგანობითა" უკუე "ყოვლისაჲთა" — დამბადებელობისა ძალი იქადაგების (რამეთუ მის მიერ დაბადებულ ვართ ყოველნი და არაარსისაგან არსად მოყვანებულ), ხოლო ჩუენითა "მისსა მიმართობითა" — ესე, ვითარმედ: სარწმუნოებითა მისსა მიმართ ვდგათ და ვცხონდებით; რამეთუ ორივე ესე ზოგად სწორ არს ჩუენ ზედა — მის მიერ შექმნულობაჲ და მისსა მიმართ ქონებაჲ სარწმუნოებისაჲ. ვინაჲთგან ყოფასა თანა კეთილ ყოფაჲ ესე არს, რაჲთა მორწმუნე მისსა ვიყვნეთ.
1 კორინთელთა მიმართ 8:6
5. რადგან თუკიღა არიან ეგრეთწოდებული ღმერთები მიწაზე თუ ცაში (როგორც არის მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი),6. ჩვენ ერთი გვყავს მამა ღმერთი, ვისგანაც არის ყოველი და ვისთვისაც ვართ ჩვენ, და ერთი უფალი, იესო ქრისტე, ვის მიერაც არის ყოველი და ვის მიერაც ვართ ჩვენც.7. მაგრამ ყველას როდი აქვს ცოდნა, რადგანაც ზოგიერთნი, ჩვეულებისამებრ, აქამდე ჭამენ კერპთათვის შენაწირს, და მათი უძლური სინიდისი იბღალება.
1 კორინთელთა მიმართ თავი 8