მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 9:13

12. თუ სხვებსა აქვთ თქვენზე ამის უფლება, განა მით უმეტეს არ გვეკუთვნის ჩვენ? მაგრამ ჩვენ არ გვისარგებლია ამ უფლებით, არამედ დღემდე ვითმენთ ყველაფერს, რათა არაფრით შევაფერხოთ ქრისტეს სახარება.13. ნუთუ არ იცით, რომ მღვდელმსახურნი ტაძრისგან ჭამენ და საკურთხევლის მსახურნი საკურთხევლისაგან იღებენ წილს?14. ასე უფალმაც უბრძანა სახარების მქადაგებელთ, რომ სახარებით ცხოვრობდნენ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 9
13. ნუთუ არ იცით, რომ მღვდელმსახურნი ტაძრისგან ჭამენ და საკურთხევლის მსახურნი საკურთხევლისაგან იღებენ წილს?
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ბაგინსა ჰმსახურებედ, ბაგინისაგან ჭამიან? (9,13).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: არა უწყითა, რამეთუ, რომელნი-იგი ტაძრისასა იქმოდიან, ტაძრისაგან ჭამდიან? ესე იგი არიან მღდელნი და ლევიტელნი, განკუთნვილ იყო ჰმსახურებდენ-ცა ტაძარსა და იზარდებოდინ ტაძრისაგან. რომელთაჲ მოციქულმან რაჲთა არა დააკნინოს დიდებაჲ, არცა მომრთუმელნი იგი მათდა საზრდელისანი აღაზუავნეს, ამისთჳს არა იტყჳს, ვითარმედ: "ერისაგან", არამედ ტაძრისაგან ჭამენო. ესე იგი არს, ვითარმედ სამართალისა ნაყოფთაგან ნამუშაკევისა თჳსისათა, რამეთუ მისგანვე იზარდებიან, რომელსაცა ჰმსახურებენ, ვინაჲთგან მიერითგან ვინაჲთგან შეწიროს ტაძარსა, არღარა მომრთუმელისა მისდად, არამედ ტაძრისად სახელ-იდების შეწირული იგი.

ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. მოციქულის შრომა და სიტყვის შეწყნარება:

...და რუდუნებანი"** (). მან წინასწარ თქვა: „შეგვეძლო სიმძიმეში ვყოფილიყავით, როგორც ქრისტეს მოციქულებს"; ამასვე ამბობს კორინთელთა მიმართაც: „არა უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ბაგინსა ჰმსახურებენ, ბაგინისაგან ჭამიან?" (). „ეგრეთცა უფალმან ბრძანა, რომელნი-იგი სახარებასა მიუთხრობენ, სახარებისაგან ცხორებაჲ." (). მაგრამ მე, ამბობს, ეს არ ვინებე, არამედ ვშრომობდი. და უბრალოდ კი არ შრომობდა, არამედ დიდი გულმოდგინებით.

და იხილე, რას ამბობს: „მოიჴსენენით"; არ უთქვამს: ჩემგან მიღებული კეთილისმყოფელობანი, არამედ: „შურომანი ჩუენნი და რუდუნებანი" (). „რამეთუ ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაჲთა არავის დაუმძიმოთ თქუენგანსა, და ესრეთ ვქადაგეთ თქუენდა მიმართ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ." ()....

სრულად ნახვა