მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 9:18

17. რადგან თუ ნებით ვაკეთებ ამას, საზღაური მაქვს, ხოლო თუ ძალაუნებურად, მხოლოდ ჩემთვის მონდობილ მნეობას ვასრულებ.18. კი მაგრამ, რაა ჩემი საზღაური? ის, რომ სახარების ქადაგებისას უსასყიდლოდ ვახარებ ქრისტეს და არ ვსარგებლობ მახარებლის უფლებით.19. რადგანაც ყველასაგან თავისუფალმა ყველას ვუმონე თავი, რათა უმრავლესნი შემეძინა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 9
18. კი მაგრამ, რაა ჩემი საზღაური? ის, რომ სახარების ქადაგებისას უსასყიდლოდ ვახარებ ქრისტეს და არ ვსარგებლობ მახარებლის უფლებით.
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისა: რაჲ-მე უკუე არს სასყიდელი ჩემი? რაჲთა, ვახარებდე რაჲ, უსასყიდლოდ ვახარებდე სახარებასა მას ქრისტესსა, რაჲთა არარაჲ ვიმსახურო ჴელმწიფებითა ჩემითა სახარებასა მას შინა ჩემსა (9,18).:

თარგმანი: იხილე, ვითარ თჳსსა დაფარულად თქუმულსა თჳთვე განგიმარტებს ამას თანა ცხად ჰყოფს, ვითარმედ, დაღაცათუ იგი უმეტესისა სასყიდლისათჳს არა იჴუმევდა, არამედ რომელნი-იგი იჴუმევდეს, არავე ცოდვიდეს, რამეთუ საქმესა ჰყოფდეს შენდობილსა, და რომლისათჳს მიცემულ იყო მათდა ქმნად ჴელმწიფებაჲ უფლისა მიერ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის