მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 9:23

22. უძლურთათვის - უძლური, რათა შემეძინა უძლურნი. ყველას ყველად ვექმენ, რათა მეხსნა ზოგიერთნი.23. ხოლო ამას ვასრულებ სახარებისთვის, რათა ვიყო მისი თანაზიარი.24. ნუთუ არ იცით, რომ ასპარეზობისას ყველანი რბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს? ისე ირბინეთ, რომ მიიღოთ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 9
23. ხოლო ამას ვასრულებ სახარებისთვის, რათა ვიყო მისი თანაზიარი.
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

მოციქულისაჲ: ხოლო კერპთა ნაზორევთა მათთჳს ვიცით, რამეთუ ყოველთა მეცნიერებაჲ გუაქუს (8,1).

თარგმანი: ესე იყო მიზეზ ნაზორევთათჳს მხილებისა, რამეთუ იყვნეს ვინმე კორინთელთაგანნი მეცნიერნი, ვითარმედ არა პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, და ვითარმედ არარა არიან კერპნი, თჳნიერ ძელ და ქვა; ამისთჳსცა დაუყენებელად შევიდოდეს ბილწთა მათ ტაძართა საკერპოთა და ურიდად ჭამდეს მათ შინა დაგებულსა მას ტაბლებსა და გემოსა-იხილვიდეს ნაზორევისასა, რომელი-ესე თჳთ მათცა სავნებელ ექმნებოდა, განსრულებულთა მეცნიერებითა, რამეთუ ეზიარებოდეს ტაბლებსა ეშმაკთასა, და კუალად, უსრულთა მათცა ავნებდეს-ვე, რომელნი არა გამოიკითხვიდეს ამას, თუ ვითარითა გულისჴმის-ყოფითა ჰყოფენ ამას სრულნი იგი, არამედ ხილულსა მას ოდენ საქმესა ხედვიდეს, და მიზეზ-იდგმიდეს მას ზორვისა კერპთაჲსა, ვითარ თუმცა სრულნიცა იგი პატივისათჳს კერპთაჲსა ეზიარებოდეს ტაბლათა მათ საკერპოთა. ამისთჳსცა აწ მოციქულმან, ვინაჲთგან უწყოდა მეცნიერებასა ზედა აღზუავებულებაჲ სრულთაჲ მათ, ამისთჳს ყოველთა საზოგადოდ ქონებასა მეცნიერებისასა დასაქენჯნელ ჰყოფს მათდა.

მოციქულისაჲ: მეცნიერებაჲ განალაღებს, ხოლო სიყუარული...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის