მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 9:24

23. ხოლო ამას ვასრულებ სახარებისთვის, რათა ვიყო მისი თანაზიარი.24. ნუთუ არ იცით, რომ ასპარეზობისას ყველანი რბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს? ისე ირბინეთ, რომ მიიღოთ.25. ვინც იღვწის, ყველაფერს ითმენს: მოღვაწენი იმისთვის, რომ მიიღონ ხრწნადი გვირგვინი, ჩვენ კი იმისთვის, რომ დავიმსახუროთ უხრწნელი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 9
24. ნუთუ არ იცით, რომ ასპარეზობისას ყველანი რბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს? ისე ირბინეთ, რომ მიიღოთ.
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ამას ვიქმ სახარებისა მისთჳს, რაჲთა თანაზიარ ვიქმნე (9,24).:

თარგმანი ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ამას ყოველსა ვიქმ, რაჲთა თანაზიარ სახარებისა ვიქმნე, ვითარცა მეცა თავით თჳსით შემომღებელი მის შორის ძღუენსა, ესე იგი არს სახედ მიცემაჲ თავისა ჩემისაჲ მორწმუნეთა მისთა, რაჲთა ბაძვითა ჩემითა იგინიცა ყოველსავე ჰყოფდენ და თავს-იღებდენ აღშენებისათჳს ძმათაჲსა. ვინაჲცა შენ იხილე გონებაჲ მოციქულისაჲ, ვითარ ესოდენთა მათ შრომათა და ღუაწლთა თჳსთა მოქმედებაჲ არარაჲსა სხჳსა სასყიდელთაგანისათჳს თქუა, თჳნიერ სახედ დადებისა, რაჲთა ექმნეს კანონ განმმართველ და ყოვლისავე მოქმედ, რაჲთა იგინიცა ყოველსავე თავს-იღებდენ აღსაშენებელად ძმათა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის