მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 9:26

25. ვინც იღვწის, ყველაფერს ითმენს: მოღვაწენი იმისთვის, რომ მიიღონ ხრწნადი გვირგვინი, ჩვენ კი იმისთვის, რომ დავიმსახუროთ უხრწნელი.26. ამიტომ ისე როდი გავრბივარ, თითქოს არ ვიცოდე, რისთვის; და არც მუშტებს ვიქნევ ისე, თითქოს ჰაერსა ვცემდე.27. არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა, სხვებს რომ ვუქადაგებ, თავად არ ვიყო უღირსი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 9
26. ამიტომ ისე როდი გავრბივარ, თითქოს არ ვიცოდე, რისთვის; და არც მუშტებს ვიქნევ ისე, თითქოს ჰაერსა ვცემდე.
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ყოველივე იგი მოღუაწე ყოველსავე მოითმენნ (9,26).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: ყოველივე მოღუაწე ყოველსავე ეკრძალებინ. ესე იგი არს მოციქულისა მიერ სწავლული ღონე გჳრგჳნთა მიმთხუევისაჲ, რამეთუ არა ესე არს მოღუაწებაჲ, რაჲთა ამას რასმე ეკრძალებოდის და იმას —არა, არამედ ყოვლისაგანვე ქონებასა კრძალულებისასა ეწოდების მოღუაწება ჭეშმარიტ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის