თარგმანი: არათუ მრავალთა შორის ერთისასა ოდენ წადიერ არს ცხოვნებასა და ამისთჳს იტყჳს სახესა ამას; ნუ იყოფინ! არამედ ყოველთავე ზოგად განგუაკრძალებს და გუეტყჳს, ვითარმედ არა კმა არს ჩუენდაცა შემოსლვაჲ ოდენ სარწმუნოებად, ვითარ-იგი არცა მათდა — შესლვაჲ ოდენ და დასხდომაჲ სტადიონსა შინა, არამედ გჳჴმს მოქმედებითა კეთილთა საქმეთაჲთა შემკობაჲ წმიდასა ამას სარწმუნოებასა ქრისტიანობისასა.
24. ნუთუ არ იცით, რომ ასპარეზობისას ყველანი რბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს? ისე ირბინეთ, რომ მიიღოთ.25. ვინც იღვწის, ყველაფერს ითმენს: მოღვაწენი იმისთვის, რომ მიიღონ ხრწნადი გვირგვინი, ჩვენ კი იმისთვის, რომ დავიმსახუროთ უხრწნელი.26. ამიტომ ისე როდი გავრბივარ, თითქოს არ ვიცოდე, რისთვის; და არც მუშტებს ვიქნევ ისე, თითქოს ჰაერსა ვცემდე.
1 კორინთელთა მიმართ თავი 9