...ასევე სამუელსაც, როცა დავითის საცხებლად იყო გაგზავნილი, უფალმა უთხრა: „ნუ ხედავ შენ ქმნულებასა მაგისსა, ნუცა სიმწჳსესა ჰასაკისა მაგისისასა, რამეთუ არა მთნავს ეგე. რამეთუ არა ვითარცა კაცი ხედავნ, და იხილის ეგრე ღმერთმან, რამეთუ კაცი პირსა ოდენ ხედავნ, ხოლო ღმერთი გულთმეცნიერი არს" (). ეს კი ღვთის დიდი მზრუნველობით ხდება.
როგორ და რა სახით? როგორც თვით წმინდანების, ისე მათი მორწმუნეების გულისთვის. რამეთუ, როგორც დევნათა მოხდენასაც უშვებს, ასევე უშვებს, რომ მათ მრავალი რამ არ იცოდნენ, რათა სიმდაბლეში დარჩნენ. ამიტომაც პავლე ამბობდა: „მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ-ანგელოზ სატან, რაჲთა დამქენჯნიდეს მე, რაჲთა არა აღვიმაღლო" (); და კიდევ, რათა სხვებსაც დიდი რამ არ წარმოედგინათ მის შესახებ. რადგან, თუ სასწაულების გამო ისინი ღმერთებად შერაცხეს, მით უფრო შერაცხავდნენ, თუკი განუწყვეტლივ ყოველივეს მცოდნედ დ...