...მეფეც ყველაფრის დაკარგვის საფრთხეში იმყოფებოდა. მაშინ დავითს ჯერ მხოლოდ ამ ახალი და უცნაური სანახაობის ხილვა სურდა — როგორ გაბედა ერთმა ადამიანმა ათასობით კაცის წინააღმდეგ გამოსვლა. მაგრამ ძმები, მისი სულის სიმამაცეს რომ ვერ იტანდნენ, შურით აღივსნენ და ეუბნებოდნენ: განა იმისთვის მოხვედი, რომ ბრძოლას ხედავდე ()? მაშ, ჩვენს მოსანახულებლად არ მოსულხარ? შეხედეთ მის კეთილგონიერებას და დიდ სიმშვიდეს. მათ არაფერ თავხედსა და უხეშს ეუბნება, არამედ მათ ცეცხლს ადუნდებს, შურს აცხრობს და პასუხობს: „რაჲ მიყოფიეს, ანუ რაჲ გავნე, ანუ სიტყუანი არიანა სამე?" (). განა ვერ ხედავთ, რომ არც იარაღი ამიღია და ჯარის რიგებშიც არ დავმდგარვარ? უბრალოდ მინდოდა შემეხედა და შემეტყო, ამ ადამიანს ასეთი უზომო სიამაყე საიდან აქვს: „ანუ ვინ არს წინადაუცვეთელი ისი, რომელი გამოსრულ არს მაყუედრებელად ერსა უფლისა ცხოველისასა?" (). შემდეგ, მისი უკიდურესად ამპარტავანი სიტყვების მოსმენისა და საულთან მყოფთა გამოუთქმელი შიშის ხილვისას ამბობს: რა სიკეთეს გაუკეთებთ იმ კაცს, ვინც ამ უცხოთესლს მოკლავს ()? და ასეთი სიტყვებით თ...
1 მეფეთა 17:28
27. უთხრა მას ხალხმა იგივე სიტყვები: ასეთი და ასეთი ბედი ეწევაო კაცს, ვინც მას დაამარცხებს.28. გაიგონა ელიაბმა, მისმა უფროსმა ძმამ, ხალხს რომ ელაპარაკებოდა დავითი და განურისხდა მას ელიაბი, უთხრა: რისთვის ჩამოხვედი აქ? ვის დაუტოვე ის მცირე ფარა უდაბნოში? ვიცი შენი ამპარტავნებისა და შენი ავგულობის ამბავი; მხოლოდ ბრძოლის საყურებლად ხარ ჩამოსული.29. თქვა დავითმა: რა გავაკეთე ისეთი? ცუდი ხომ არაფერი მითქვამს?
1 მეფეთა თავი 17