...აბესალომს!“** ()? და როცა დასაწყისში თავის ძმებს ელაპარაკებოდა, რომლებიც მომავალი გამარჯვების გამო შურით იწვოდნენ და ავი თვალით უყურებდნენ, გაიაზრე, როგორი სიმშვიდით ესაუბრება მათ და ამბობს: „ანუ სიტყუანი არიანა სამე?“ (). მოსე კი? მათთვის, ვინც მას ქვებს ესროდა, მათთვის, ვინც, რამდენადაც მათზე იყო დამოკიდებული, სასიკვდილოდ იმეტებდა, მოისმინე, რას ამბობს: „და აწ მი-თუ-უტევებ ცოდვათა მათთა, მიუტევენ. უკუეთუ არა, აღმჴოცე მეცა წიგნსა მისგან, რომელსა დამწერე“ (). და კვლავ, როცა სხვები მას შურისაკენ აღძრავდნენ და აღშფოთებისაკენ აქეზებდნენ, მან ის ბრძნული სიტყვები წარმოთქვა: „და ვინ მომცეს ყოველი ესე ერი წინასწარმეტუელად“ ()? ხოლო იმ დისათვის, რომელმაც კვლავ შეურაცხყო იგი, რაოდენ დიდ ვედრებას აღავლენს! და მრავალ სხვა ადგილშიც შეიძლებოდა ვინმეს ენახა მისი სიმ...
28. გაიგონა ელიაბმა, მისმა უფროსმა ძმამ, ხალხს რომ ელაპარაკებოდა დავითი და განურისხდა მას ელიაბი, უთხრა: რისთვის ჩამოხვედი აქ? ვის დაუტოვე ის მცირე ფარა უდაბნოში? ვიცი შენი ამპარტავნებისა და შენი ავგულობის ამბავი; მხოლოდ ბრძოლის საყურებლად ხარ ჩამოსული.29. თქვა დავითმა: რა გავაკეთე ისეთი? ცუდი ხომ არაფერი მითქვამს?30. სხვა მხარეს გატრიალდა მისგან და იკითხა იგივე ამბავი. იგივე უპასუხა ხალხმა, რაც სხვებმა უთხრეს.
1 მეფეთა თავი 17