...უნური საბაბი იყო; ამიტომ მივიდა ნათელ გამართლებამდე და თქვა: „ვცოდე“ (). მაგრამ საული ასე არ მოიქცა; როდესაც მუცლითმეტყველთან მისვლის გამო ამხილებდნენ, ამბობდა: „ურვილ ვარ მე ფრიად და უცხოთესლნი იგი მბრძვანან მე“ (). სწორედ ამის გამო ის განსაკუთრებით ისჯებოდა. რადგან უნდა ეთქვა: „ვცოდე“ და „ურჯულოება ჩავიდინე“; მან კი ეს არ თქვა, არამედ აქეთ-იქით დადიოდა და უგუნურ საბაბებს ეძებდა. „კაცთა თანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა“ (). ეს წინასწარმეტყველმა დაუმატა, რათა ეჩვენებინა, რომ სწორედ იმ ადამიანებს ახასიათებთ ყველაზე მეტად საბაბების ძიება და ურცხვობა.
სწორედ ამის გამო დავითიც გამუდმებით ამას სათნოებად წარმოაჩენს — ასეთი კრებულებისგან გაქცევას; უფრო მეტიც, მთელი წიგნიც აქედან იწყება, როცა ამბობს: **„ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა ა...