მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ნეშტთა 28:9

8. ახლა კი მთელი ისრაელის, უფლის კრებულის, თვალწინ, ჩვენი ღმერთის გასაგონად გეუბნებით: დაიცავით და გამოიკითხეთ უფლის, თქვენი ღმერთის, ყველა მცნება, რათა დოვლათიან ქვეყანას დაეპატრონოთ და თქვენს შემდეგ თქვენს შვილებს დაუმკვიდროთ უკუნისამდე.9. ხოლო შენ, სოლომონ, ძეო ჩემო, იცოდე მამაშენის ღმერთი წრფელი გულითა და ხალისიანი სულით. ემსახურე, რადგან ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა. ძებნას თუ დაუწყებ, იპოვი კიდეც. თუ შენ მიატოვებ, ისიც სამუდამოდ მიგატოვებს.10. ახლა უყურე, რაკი უფალმა გამოგარჩია უფლის საწმიდრის ამშენებლად, მტკიცედ დეგ და გააკეთე.
1 ნეშტთა თავი 28
9. ხოლო შენ, სოლომონ, ძეო ჩემო, იცოდე მამაშენის ღმერთი წრფელი გულითა და ხალისიანი სულით. ემსახურე, რადგან ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა. ძებნას თუ დაუწყებ, იპოვი კიდეც. თუ შენ მიატოვებ, ისიც სამუდამოდ მიგატოვებს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არამედ მამაჲ ჩემი, რომელი ჩემ თანა არს, იგი იქმს საქმესა“ (14,10).:

...წავებდა, ხოლო აქა - ერთობასა. უკუეთუ კულა მდაბლად ჩანს ამათ სიტყუათა მიერ, ნუ გიკჳრს, რამეთუ პირველად თქუა, ვითარმედ: „არა გრწამსა?“ და მერმეღა იწყო ამათ სიტყუათა, რაჲთა სცნა, ვითარმედ ამისთჳს ესრეთ იტყჳს, რაჲთა სარწმუნოებად მოიყვანნეს, რამეთუ განმკითხველი არს იგი გულთაჲ და ყოველივე დაფარული იცოდა. ;

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს?“ (14,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჯერ-იყო თქუენდა, რაჲთამცა ოდეს გესმა მამაჲ და ძჱ, არარასმცა ეძიებდით სხუასა გამოსაცხადებელად ერთობისა მათისა; უკუეთუ ესე არა კმა არს ჩინებად თქუენდა ერთარსებისა, საქმეთაგან გულისხმა-ყავთ, ვითარმედ „რომელმან მე მიხილა, იხილა მამაჲ ჩემი“. და მერმე გამოაჩინებს, ვითარმედ უმეტესთაცა შემძლებელ არს საქმეთა ქმნად. და არა თქუა, თუ: ამათსა უმეტესსა ვიქმ, არამედ რომელი ამისა ფრიად უსაკჳრველჱს იყოს, ვითარმედ: სხუათადაცა ძალ-მიც მიცემად ამის მადლისა, რაჲთა „ამათსა უმეტესი ქმნან“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელსა ჰრწმენეს ჩემი, საქმეთა რომელთა მე ვიქმ, მანცა ქმნეს, და უმეტესი ამათსა ქმნეს. და მე მამისა მივალ“ (14,12).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“ (10,24).:

...ენი წამებაჲ არა ჭეშმარიტ არს“, და მრავალნი ესევითარნი, და აწ რასაღა მკითხავთ? ანუ რაჲ გნებავს ჩემ მიერ ცნობად? არამედ არარაჲ ჰრქუა ესევითარი, რომელმან-იგი იცოდა ყოველივე პირველ ყოფისა და უწყოდა დაფარული გულთა მათთაჲ, რამეთუ იგი არს განმკითხველი გულთაჲ, ; და იცოდა უკეთური იგი გონებაჲ მათი, რომლითა ჰკითხვიდეს, რამეთუ სიტყუაჲ იგი, თუ: „ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი?“ ვითარცა სურვილისაჲ ჩნდა, ხოლო გონებაჲ მათი უკეთურებასა შინა იყო და ზაკუვასა; რამეთუ ენება, რაჲთამცა მისითა სიტყჳთა სძლეს მას. ვინაჲთგან საქმეთა მისთაგან ვერარას ჰპოვებდეს შემწედ მათისა უკეთურებისა, ამისთჳს სიტყუათაგან ეძიებდეს პოვნად და ეტყოდეს, ვითარმედ: „მითხარ ჩუენ“, რომელსა-იგი მრავალგზის ეთქუა, და სამარიტელსაცა ჰრქუა, ვითარმედ: „მე ვარ“, და ბრმასაცა, ვითარმედ: „იხილე იგი, და რომელი იტყჳს შენ თანა, იგი არს“, და მათდაცა ეთქუა, დაღაცათუ ესრეთ არა ეთქუა, არამედ სხუათა სიტყუათა მიერ. რამეთუ უკუეთუმცა მათ თანა გონებაჲ მართალი იყო, საქმენი იგი მისნი არა კმა-ეყოფვოდესა ჩუ...

სრულად ნახვა