თარგმანი: საუკუნოჲსა ცხორებისათჳს წინა-გამოძიებით წინაჲსწარმეტყუელეს წინაჲსწარმეტყუელთა და ყოფადისა ამის ქრისტეს მიერ მადლით გამოჴსნისათჳს, რომლისათჳს ესაია იტყჳს: ვითარცა ცხოვარი, კლვად მიიგუარა; ხოლო იერემია — მოვედით, შეურიოთ ძელი პურსა მისსა; და უპირატეს მათსა მოსე: ხედვიდეთ ცხორებასა თქუენსა წინაშე თუალთა თქუენთა დამოკიდებულსა ძელსა ზედაა. ესე ყოველი ეუწყებოდა მათ არა ლიტონის კაცისა, არამედ ღმრთისა განკაცებულისა ქრისტეს სულითა, რომელი-იგი ვითარცა მამისაჲ არს, ეგრეთვე ძისაჲ, და წინა-მაუწყებელ წინაჲსწარმეტყუელთა, არა ხოლო ჴორცთ-შესხმასა, არამედ ვნებათა და აღდგომასა მხოლოდშობილისა ძისასა. ესრეთ უკუე წინაჲსწარმეტყუელებასა თანა წინაჲსწარმეტყუელთასა ერთ არს ქადაგებაჲ წმიდათა მოციქულთაჲ, და ორნივე ზოგად მსახურნი არიან კაცთა ცხორებისანი, მადლისა ამისთჳს ქრისტეს მიერისა, რომლისა არა ხოლო წინაჲსწარმეტყუელთა და მართალთა, არამედ ანგელოზთაცა სუროდა საქმით აღსრულებაჲ წინაჲსწარ მოსწავებულისაჲ სიონს გარდამოსლვისა და განყოფისაჲ მადლთა სულისათაჲ, და ვითარ ჴორცითა და სისხლითა საუფლოჲთა გამოიზარდნეს ძენი კაცთანი, და ესრეთ თანა-ზიარ იქმნნეს ჴორცთა...
1 პეტრეს წერილი 1:12
11. და არკვევდნენ, რა დროს და რა ვითარებას მიანიშნებდა მათში დამკვიდრებული სული ქრისტესი, როცა წინასწარ უმოწმებდა მათ ქრისტეს ვნებას და ვნების შემდგომ დიდებას.12. მათთვის გამოცხადებულ იქნა, რომ თვითონ მათ კი არა, თქვენ გმსახურებდათ ის, რაც ამჟამად გეუწყათ მახარებელთაგან, ცით მოვლენილი სული წმიდის მიერ, და რისი წვდომაც სურთ ანგელოზებს.13. მაშ, მოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და სრული იმედი გქონდეთ მადლისა, რომელიც მოგენიჭებათ იესო ქრისტეს გამოცხადებით.
1 პეტრეს წერილი თავი 1