თარგმანი: ვინაჲთგან უხრწნელებასა და ცხოველსა სასოებასა, რომელ არს სასოებაჲ მკუდრეთით აღდგომისა და საუკუნოდ ცხოველ-ყოფისაჲ, და კეთილთა ზეცისათა დამარხვასა უქადაგებს მათ, რომელნი-ესე უზეშთაეს არიან საზომსა კაცობრივისა ღირსებისასა, ამისთჳს მადლობით კურთხევითა ღმრთისა მამისაჲთა მრავალსა მას წყალობასა მისსა შორის-შემოიღებს, რაჲთა სარწმუნო ყოს სიმაღლე აღთქუმათაჲ ამათ; რამეთუ, სადა ღმერთი იყოს მიმცემელ, მუნ ზეშთა-ბუნებისაობაჲცა ნიჭთაჲ ადვილად შესაწყნარებელ იქმნების. ამას თანა ძუელისაცა მის შჯულისა აღთქუმათა თანა-შეატყუებს ახალსა ამას, ვითარ მათ წარმავალი ოდენ აღეთქუმოდა ქუეყანისა იერუსალემი, ხოლო ახლისათა ამათ — ყოველივე ზეცისაჲ საუკუნოდ დაუსრულებელი.
1 პეტრეს წერილი 1:3
2. უფლის წინასწარცოდნითა და სულის სიწმიდით მორჩილებისა და იესო ქრისტეს სისხლის პკურებისათვის რჩეულთ, - მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ!3. კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალმოწყალებისამებრ ხელახლა გვშობა ცოცხალი სასოებისთვის, იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იესო ქრისტე.4. რათა დაიმკვიდროთ უხრწნელი, წმიდა და უჭკნობი სამკვიდრო, ცაში გამზადებული თქვენთვის,
1 პეტრეს წერილი თავი 1