თარგმანი: და ამასცა თავსა მოციქულთასა ვინაჲთგან წინადაცუეთილებისაგანთა მიმართ ერწმუნა სახარებაჲ, ამისთჳსცა ყოველთა ადგილთა მიმოგანთესულთა მიმართ მისწერს ჰურიათაგანთა მორწმუნეთა, რაჲთა არა ხოლო ჰურიასტანისა, არამედ ადგილ-ალბილ მიმოგანთესულად მყოფისაცა ქადაგ იქმნეს ყოვლისა ნათესავისა ჰურიათაჲსა, ხოლო მოციქულებასა თჳსსა ქრისტესთჳს "წინაჲსწარ ცნობითა" იტყჳს ღმრთისა მამისაჲთა, და სახესა თჳსისა მოციქულებისასა სიწმიდითა სულისაჲთა განგებულად წარმოაჩინებს, რაჲთა განუცხადოს, ვითარმედ სათნო-ყოფითა და წინა-საუკუნეთა განსაზღვრებითა მამისა და სულისაჲთა იქმნა საცხორებელად ყოვლისა სოფლისა ქმნილი ჴორცთა შესხმაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ.
1. პეტრე, მოციქული იესო ქრისტესი, პონტოსა და გალატიაში, კაპადოკიასა, ასიასა და ბითვინიაში განთესილ ხიზნებს,2. უფლის წინასწარცოდნითა და სულის სიწმიდით მორჩილებისა და იესო ქრისტეს სისხლის პკურებისათვის რჩეულთ, - მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ!3. კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალმოწყალებისამებრ ხელახლა გვშობა ცოცხალი სასოებისთვის, იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იესო ქრისტე.
1 პეტრეს წერილი თავი 1