თარგმანი: რომელმან-იგი კაცთა ცხორებისათჳს არა სირცხჳლ-იჩინა განკაცებაჲ, მან სახიერმან მეუფემან არცა ერთი დაბადებულთა თჳსთაგანი დაუტევა უკურნებელად, არამედ ვითარცა-იგი მკჳდრთა ქუეყანისათა მიერ დასატევნელ იქმნა ჴორცთშესხმითა, და ქადაგ იქმნა მათ შორის დიდისა მის ზრახვისა — მამისა — ღმრთეებასა, ეგრეთვე მყოფთა ჯოჯოხეთისათა მიმართცა მიიწია სიკუდილითა და სულთა მათ შორის შეყენებულთა ქადაგა სულითა მით კაცობრივითა, რომელი ჯუარსა ზედა შეჰვედრა მამასა, რაჲთა არა ხოლო მათ, რომელნი მეცნიერ იყვნეს მისსა, არამედ მათცა, რომელნი-იგი ოდესმე ურჩ და უმეცარ იყვნეს, სწორებით ეუწყოს ქადაგებაჲ ცხორებისაჲ. რამეთუ არა ხოლო ცოდვილთა, არამედ მართალთაჲცა იგივე იყო სავანე —ქუესკნელი ჯოჯოხეთისაჲ, ვინაჲთგან სამოთხე დაჴშულ იყო გარდასლვითგან ადამისით. ხოლო სასუფეველი ცათაჲ არღა სავალ-ქმნილ იყო კაცთა, რამეთუ მიელოდა ქრისტეს მიერ წინა-განღებასა დასაბამითა თბისა ჩუენისაჲთა. ამისთჳსცა ჯოჯოხეთს მკჳდრთა —მართალთა და ცოდვილთა — ყოველთა სწორებით ექადაგა, და რომელთაცა ჰრწმენა, იგინიცა აღდგეს ქრისტეს თანა და აღმოიყვანნეს ჯოჯოხეთით.
1 პეტრეს წერილი 3:20
19. რომლითაც მივიდა საპყრობილეში მყოფ სულებთან და უქადაგა მათაც,20. გაკერპებულნი რომ ურჩობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნოეს დროს მოელოდნენ ღვთის სულგრძელობას, ვიდრე იგებოდა კიდობანი, რომლითაც ცოტა, ესე იგი, მხოლოდ რვა სული გადაურჩა წარღვნას.21. ეს იყო ხატება ნათლისღებისა, რაც ამჟამად გიხსნით (არა ჭუჭყის ჩამორეცხვა ხორციდან, არამედ წრფელი სინიდისის სწრაფვა ღვთის მიმართ) იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წყალობით,
1 პეტრეს წერილი თავი 3