1.ასევე ცოლებიც დაემორჩილეთ ქმრებს, რათა თვით ისინიც კი, რომელნიც ეურჩებიან სიტყვას, შეძენილ იქნენ თავიანთი ცოლების ქცევით, სიტყვის გარეშე,2.როცა იხილავენ თქვენს უბიწო და ღვთისმოშიშ ქცევას.3.დაე, თქვენი სამშვენისი ნუ იქნება გარეგნული იერი: თმაწნულობა, ოქროს სამკაულები თუ მორთულ-მოკაზმული სამოსი,4.არამედ გულის ფარული სიწმიდე, უხრწნელი სამკაული მშვიდი და თვინიერი სულისა, რაც ესოდენ ძვირფასია ღვთის წინაშე.5.ასე იმკობდნენ თავს ოდესღაც ღვთისმოსავი წმიდა ქალები, რომლებიც ემორჩილებოდნენ თავიანთ ქმრებს.6.ასე დაემორჩილა სარაც და ბატონი უწოდა აბრაამს, ვისი შვილებიცა ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ.7.და, თქვენც, ქმრებო, სათუთად მოეპყარით ცოლებს, როგორც უმყიფეს ჭურჭელს, და პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეთ, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ.8.და ბოლოს, ყველანი თანამოაზრენი, თანამლმობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარებელნი და თავმდაბალნი იყავით.9.ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც გინებას გინების წილ, არამედ აკურთხეთ წინააღმდგომნი, ვინაიდან იმისთვისა ხართ ხმობილნი, რომ კურთხევა დაიმკვიდროთ.10.რადგან ვისაც სურს უყვარდეს სიცოცხლე და იხილოს კეთილდღეობა, ნუ მისცემს ენას ბოროტის თქმის ნებას და ნურც მისი ბაგენი იტყვიან ზაკვას;11.ერიდოს ბოროტს, აკეთოს სიკეთე, ეძიოს მშვიდობა და ელტვოდეს მას.12.რადგანაც უფლის თვალი მიპყრობილია მართალთა მიმართ, მისი ყური კი - მათი ლოცვა-ვედრების მიმართ, ხოლო მისი სახე რისხვით დაჰყურებს ბოროტმოქმედთ.13.ვინ შეგამთხვევთ ბოროტს, თუ კეთილს ესწრაფით?14.მაგრამ, კიდევაც რომ ევნოთ სიმართლისათვის, ნეტარნი ხართ; მაშ, ნუ შიშობთ მათი შიშით და ნურცა ძრწით.15.არამედ უფალი ქრისტე წმიდა-ყავით თქვენს გულში და მარადჟამ მზად იყავით, რომ თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინცა გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას.16.წრფელი იყოს თქვენი სინიდისი, რათა თვით იქაც კი, სადაც ბოროტი სიტყვით გახსენებენ როგორც ბოროტმოქმედთ, შერცხვენილნი დარჩნენ ისინი, ვინც გმობენ თქვენს კეთილ ქცევას ქრისტეში.17.ვინაიდან, თუ ნებავს ღმერთს, უმჯობესია კეთილ საქმეთათვის ევნოთ, ვიდრე ბოროტთათვის.18.რადგან ერთხელ ქრისტეც ჩვენი ცოდვებისათვის ევნო, მართალი - არამართალთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოკვდა ხორცით და გაცოცხლდა სულით,19.რომლითაც მივიდა საპყრობილეში მყოფ სულებთან და უქადაგა მათაც,20.გაკერპებულნი რომ ურჩობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნოეს დროს მოელოდნენ ღვთის სულგრძელობას, ვიდრე იგებოდა კიდობანი, რომლითაც ცოტა, ესე იგი, მხოლოდ რვა სული გადაურჩა წარღვნას.21.ეს იყო ხატება ნათლისღებისა, რაც ამჟამად გიხსნით (არა ჭუჭყის ჩამორეცხვა ხორციდან, არამედ წრფელი სინიდისის სწრაფვა ღვთის მიმართ) იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წყალობით,22.რომელიც ცად ამაღლების შემდეგ დაჯდა მამის მარჯვნივ და დაემორჩილნენ მას ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი.
მოციქულისაჲ: დაემორჩილენით უკუე ყოველსავე კაცობრივსა დაბადებულსა უფლისათჳს; გინა თუ მეფესა, რამეთუ ყოველთა ზედა არს; გინა თუ მთავართა, ვითარცა მის მიერ მოვლინებულთა შურისმეძიებელად ბოროტის მოქმედთათჳს, ხოლო მაქებელად კეთილის მოქმედთათჳს. რამეთუ ესრეთ არს ნებაჲ ღმრთისაჲ კეთილის მოქმედთათჳს — დადუმებად უგუნურთა კაცთა უმეცრებასა (2,13-15).
თარგმანი: კაცობრივად დაბადებულად აწინდელსა ამას ადგილსა მეფეთაგან დადგინებულთა მთავართა იტყჳს, რომელთა მორჩილებაჲ თანა-გუაც ბრძანებითა უფლისაჲთა, რომელი-იგი...
4. ებრაული ენა და ცის სახელწოდების განმარტება (1:8):
...აიმახსოვროთ ეს, რათა შეძლოთ პირის დახშობა მათთვის, ვისაც ეკლესიის საწინააღმდეგო სწავლების შემოტანა სურს, და, რომ ზუსტად იცოდეთ საღვთო წერილის სიტყვათა აზრი. ამისთვის ხშირად იკრიბებით აქ, და ჩვენ მუდმივად გასწავლით, რათა „განმზადებულ იყვენით მარადის სიტყჳს მიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა" (). მაგრამ, თუ გნებავთ, მომდევნოს მივუბრუნდეთ. „და უწოდა", – ამბობს წერილი, – „ღმერთმან სამყაროსა ცაჲ. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ". ნახე, ამ სიტყვებში რა შეწყნარებაა ადამიანის სისუსტისადმი. როგორც ნათლის შესახებ თქვა: „და იხილა, რამეთუ კეთილ", ასევე ახლაც ცის, ანუ სამყაროს შესახებ ამბობს: „და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ", ამით გვიჩვენებს მის მიუბაძავ სილამაზეს. ვინ არ განცვიფრდება და არ აღტაცდება იმით, რომ იგი ესოდენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინარჩუნებს აყვავებულ სილამაზეს, და რაც მეტი დრო გადის, მით მეტად იმატებს მისი მშვენიერება? რა შეიძლება იყოს უფრო მშვენიერი, ვიდრე ის, რაც თავად შემოქმედისგან შექებას დაიმსახურა? თუ ადამიანის მიერ შესრულებულ სრულყოფილ ნაწარმოებს რომ განვიხილავთ, გვიკვირს მისი სახე, მდგომარეობა, სილამაზე, თანაზომიერება, შეწყობილება და ყველაფერი დანარჩენი, მაშინ ვინ შეძლებს ღირსეულად შ...
...ად დაუწერია, რაჲთამცა ესრეთ განვიფრთხვეთ. რამეთუ მათ უკუეთუ ესრეთ ისწრაფეს ჩუენთვის ბოროტისა თქუმად, ჩუენ რასა ღირს ვართ, რაჟამს სიტყუათაცა მათთა ვერ წინააღუდგებოდით? არა გესმისა მოციქულისაჲ, რასა იტყჳს, ვითარმედ: „მზა იყვენით სიტყჳს-მიგებად ყოველთა, რომელნი ეძიებდენ თქუენგან სიტყუასა სასოებისათჳს თქუენისა“? და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „სიტყუაჲ ქრისტესი დამკჳდრებულ იყავნ მდიდრად თქუენ შორის“. არამედ რასა იტყჳან უგუნურნი, ვითარმედ: წერილ არს, ვითარმედ: „სული წრფელი კურთხეულ არს“, და „რომელი ვიდოდის სიწრფოებით, ვალს იგი სასოებით“? რამეთუ ესე არს ყოველთა ბოროტთა მიზეზი, რომელ წამებასაცა წერილთასა არა კეთილსა ზედა იჴმარებენ მრავალნი, რამეთუ არა თუ უსწავლელთა და უგუნურთა აკურთხევს წერილი, არამედ მას, რომლისა თანა უკეთურებაჲ არა იყოს. თუ არა, უკუეთუმცა ესრეთ იყო, ვითარ იგინი იტყჳან, ამაო იყომცა სიტყუაჲ იგი, რომელი იტყჳს: „იყვენით ბრძენ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი“. ხოლო ჩუენ, რომელთა არცა ერთი რაჲ კეთილი წარგჳმართებ...