თარგმანი: ორსა ეძიებს დედათაგან: მორჩილებასა ქმართასა და განგდებასა სოფლიოჲსა მის მეტისა შემკობისასა. რამეთუ სამკაულ დედაკაცისა - მორჩილებაჲ ქმრისაჲ, რომელსა შეუდგს ყოველი კეთილი. იხილე, ვითარ ესოდენ დიდ ჰყოფს დედათა კრძალულებისა თანა-მდებობასა, რომელ კმა იყოს დუმილით ხოლო სახე ყოფად სარგებელისა, არა ხოლო მორწმუნეთა, არამედ ურწმუნოთაცა, რაჟამს არა გარეშითა ხოლო კაცითა, არამედ შინაგანითა გულისაჲთა მყუდრო და წესიერ იყვნენ.
3. დაე, თქვენი სამშვენისი ნუ იქნება გარეგნული იერი: თმაწნულობა, ოქროს სამკაულები თუ მორთულ-მოკაზმული სამოსი,4. არამედ გულის ფარული სიწმიდე, უხრწნელი სამკაული მშვიდი და თვინიერი სულისა, რაც ესოდენ ძვირფასია ღვთის წინაშე.5. ასე იმკობდნენ თავს ოდესღაც ღვთისმოსავი წმიდა ქალები, რომლებიც ემორჩილებოდნენ თავიანთ ქმრებს.
1 პეტრეს წერილი თავი 3