თარგმანი: მრავალთა მოიჴსენებს, ხოლო ერთისა ოდენ სახელისდებასა კმა-იყოფს სარრაჲსსა, რომელი-იგი პავლეს მიერ სახედ ზეცისა იერუსალემისა ისახისმეტყუელების, ვინაჲცა პატიოსან არს შვილებაჲ ზეცათა იერუსალემისაჲ, რომლისა შვილებასა უკუეთუ ვინმე მიემთხჳოს, მყის უშიშ იქმნების ყოვლისაგან შიშისა, რამეთუ მუნ დამკჳდრებულსა არღარა უმზირის გუელი მცემარე გზასა ზედა.
1 პეტრეს წერილი 3:5
4. არამედ გულის ფარული სიწმიდე, უხრწნელი სამკაული მშვიდი და თვინიერი სულისა, რაც ესოდენ ძვირფასია ღვთის წინაშე.5. ასე იმკობდნენ თავს ოდესღაც ღვთისმოსავი წმიდა ქალები, რომლებიც ემორჩილებოდნენ თავიანთ ქმრებს.6. ასე დაემორჩილა სარაც და ბატონი უწოდა აბრაამს, ვისი შვილებიცა ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ.
1 პეტრეს წერილი თავი 3