თარგმანი: არღარა ცოლთა ოდენ და ქმართა, არამედ ზოგად ყოველსა ჰასაკსა ყოველთა კაცთასა ჰლოცავს სიყუარულით ერთ-ნება ყოფისათჳს, რომელ არს ძირი ყოველთა კეთილთაჲ, რამეთუ ამისგან აღმოეცენებიან მოწყალებაჲ გლახაკთაჲ და სიყუარული ძმათაჲ, შეწყნარებაჲ უცხოთაჲ და სიმდაბლე ყოველთა მიმართ. ამათ შეუდგს აღსრულებაჲ მცნებათა ქრისტესთაჲ: არა მიგებაჲ ბოროტისა, არცა გინებისაჲ, არამედ წინაუკუმო — კურთხევაჲ მწყევართაჲ და მაგინებელთაჲ; რომლითა დავიმკჳდრებთ კურთხევასა მცნებისა აღმასრულებელთასა.
1 პეტრეს წერილი 3:9
8. და ბოლოს, ყველანი თანამოაზრენი, თანამლმობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარებელნი და თავმდაბალნი იყავით.9. ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც გინებას გინების წილ, არამედ აკურთხეთ წინააღმდგომნი, ვინაიდან იმისთვისა ხართ ხმობილნი, რომ კურთხევა დაიმკვიდროთ.10. რადგან ვისაც სურს უყვარდეს სიცოცხლე და იხილოს კეთილდღეობა, ნუ მისცემს ენას ბოროტის თქმის ნებას და ნურც მისი ბაგენი იტყვიან ზაკვას;
1 პეტრეს წერილი თავი 3