თარგმანი: არღარა ცოლთა ოდენ და ქმართა, არამედ ზოგად ყოველსა ჰასაკსა ყოველთა კაცთასა ჰლოცავს სიყუარულით ერთ-ნება ყოფისათჳს, რომელ არს ძირი ყოველთა კეთილთაჲ, რამეთუ ამისგან აღმოეცენებიან მოწყალებაჲ გლახაკთაჲ და სიყუარული ძმათაჲ, შეწყნარებაჲ უცხოთაჲ და სიმდაბლე ყოველთა მიმართ. ამათ შეუდგს აღსრულებაჲ მცნებათა ქრისტესთაჲ: არა მიგებაჲ ბოროტისა, არცა გინებისაჲ, არამედ წინაუკუმო — კურთხევაჲ მწყევართაჲ და მაგინებელთაჲ; რომლითა დავიმკჳდრებთ კურთხევასა მცნებისა აღმასრულებელთასა.
1 პეტრეს წერილი 3:8
7. და, თქვენც, ქმრებო, სათუთად მოეპყარით ცოლებს, როგორც უმყიფეს ჭურჭელს, და პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეთ, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ.8. და ბოლოს, ყველანი თანამოაზრენი, თანამლმობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარებელნი და თავმდაბალნი იყავით.9. ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც გინებას გინების წილ, არამედ აკურთხეთ წინააღმდგომნი, ვინაიდან იმისთვისა ხართ ხმობილნი, რომ კურთხევა დაიმკვიდროთ.
1 პეტრეს წერილი თავი 3