თარგმანი: მრავალსახე არიან მიზეზთათჳს ჴორციელთა ქონებანი ურთიერთას სიყუარულისანი. არამედ მხოლოჲ იგი და ერთი ნეტარებისა ღირს არს, რაჟამს ქრისტეს სახელისათჳს ვიყუარებოდით, რომელსა ნაყოფად მოაქუს სულისა წმიდისა ჩუენ შორის განსუენებაჲ, რომელი-იგი ვითარცა ღმრთისა მამისაჲ არს, ეგრეთვე დიდებისა მისისა — უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი. ამით ესევითარითა მოქალაქობითა ცხორებულნი, რაოდენცა სულელ და საგმობელ საგონებელ იყვნენ სოფლიოთაგან, არამედ ბრძენ და დიდებულ არიან წინაშე ღმრთისა.
1 პეტრეს წერილი 4:14
13. არამედ ხარობდეთ, როგორც ქრისტეს ვნებათა თანაზიარნი, რათა მისი დიდების გამოცხადებითაც იხარებდეთ და ილხენდეთ.14. თუ ქრისტეს სახელისთვის გაგინებენ, ნეტარნი ხართ, რადგანაც თქვენზე ივანებს სული დიდებისა და სული ღვთისა, მათ მიერ რომ იგმობა, თქვენით კი იდიდება.15. მხოლოდ ნურცერთ თქვენგანს ნურა ევნება რა, როგორც მკვლელს ან მპარავს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს.
1 პეტრეს წერილი თავი 4