თარგმანი: უცხოჲსა განმგე მას უწოდიან, რომელი სხჳსა ნაქონებთა მტაცებელობით განმდიდრებული კაცისმკლველსა, მპარავსა და ძჳრისმოქმედსა თანა შეირაცხოს. ვინაჲცა ამათ მიზეზთათჳს ტანჯულნი სირცხჳლისა ღირს არიან. ხოლო ქრისტეანობისათჳს გუემულნი თანამდებ არიან მადლობად ღმრთისა, ვითარცა ღირს-ქმნულნი კეთილსა მას ნაწილსა ქრისტეს აღსაარებისასა, რომელი არასადა მიეღოს მათგან.
1 პეტრეს წერილი 4:15
14. თუ ქრისტეს სახელისთვის გაგინებენ, ნეტარნი ხართ, რადგანაც თქვენზე ივანებს სული დიდებისა და სული ღვთისა, მათ მიერ რომ იგმობა, თქვენით კი იდიდება.15. მხოლოდ ნურცერთ თქვენგანს ნურა ევნება რა, როგორც მკვლელს ან მპარავს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს.16. ხოლო თუ ევნება, როგორც ქრისტიანი, ნუ დაირცხვენს, არამედ ადიდოს ღმერთი ამის გამო.
1 პეტრეს წერილი თავი 4