მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრეს წერილი 4:2

1. ამრიგად, რაკი ქრისტე ჩვენთვის ევნო ხორციელად, თქვენც აღიჭურვეთ იმავე აზრით, ვინაიდან ხორციელად ვნებული აღარა სცოდავს.2. რათა კაცთა გულისთქმით კი არა, ღვთის ნებით გალიოთ სიცოცხლის დარჩენილი დღენი.3. რადგან თქვენთვის ისიცა კმარა, რომ წარსულში წარმართთა ნებისამებრ იქცეოდით, უწმინდურებას, ბილწ გულისთქმათ, მემთვრალეობას, ნაყროვანებას, განცხრომასა და უკეთურ კერპთმსახურებას თავმიცემულნი.
1 პეტრეს წერილი თავი 4
2. რათა კაცთა გულისთქმით კი არა, ღვთის ნებით გალიოთ სიცოცხლის დარჩენილი დღენი.
თავი ე̂. განშორებისათჳს ბოროტთა საქმეთაგან და მოგებისათჳს სათნოებათაჲსა და სულიერთა ნაყოფთა, თითო-სახეობისაებრ მადლთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისა: ქრისტემან რაჲ ივნო ჩუენთჳს ჴორცითა, და თქუენცა იგივე გონებაჲ შეიჭურეთ. რამეთუ რომელმან-იგი ივნო ჴორცითა, დაცხრომილ არს ცოდვისაგან, რაჲთა არღარა კაცთა გულისთქუმითა, არამედ ნებითა ღმრთისაჲთა ნეშტნი იგი ჟამნი ჴორცითა ცხორებად (4,1-2).:

თარგმანი: იხილე, ვითარ არა განჰკუეთს ორ გუამებად, არცა კუალად ღმრთეებისა ბუნებასა აჩემებს ვნებასა, არამედ ქრისტესსა, რომელი-ესე სახელი არს ერთისა მის გუამისა ორთა მათ ბუნებათაჲსა. ჴორცთა ბუნებითა იტყჳს ვნებასა და ამას ჩუენ სახედ მოგუცემს, რაჲთა, ვითარცა მის თანა ჯუარცუმულნი ჴორცითა, უქმ ვიყვნეთ ყოვლისა მიმართ ვნებისა ჴორციელისა და შორს ყოველთაგან გულისთქუმათა ბოროტთა, რაჲთა მხოლოდ მცნებათა მიმართ საღმრთოჲთა გულისთქუმითა ვჴმობდეთ: ესერა გულმან მითქუა მცნებათა შენთა; სიმართლითა შენითა მაცხოვნე მე. და ესრეთ ნებისაებრ ღმრთისა მოგუემადლნენ ნეშტნი ესე ჟამნი ცხორებისა ჩუენისანი, რაჲთა ჴორცთა შინა უჴორცოთა მოქალაქობასა მოგებად ღირს ვიქმნნეთ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის