თარგმანი: იხილე, ვითარ არა განჰკუეთს ორ გუამებად, არცა კუალად ღმრთეებისა ბუნებასა აჩემებს ვნებასა, არამედ ქრისტესსა, რომელი-ესე სახელი არს ერთისა მის გუამისა ორთა მათ ბუნებათაჲსა. ჴორცთა ბუნებითა იტყჳს ვნებასა და ამას ჩუენ სახედ მოგუცემს, რაჲთა, ვითარცა მის თანა ჯუარცუმულნი ჴორცითა, უქმ ვიყვნეთ ყოვლისა მიმართ ვნებისა ჴორციელისა და შორს ყოველთაგან გულისთქუმათა ბოროტთა, რაჲთა მხოლოდ მცნებათა მიმართ საღმრთოჲთა გულისთქუმითა ვჴმობდეთ: ესერა გულმან მითქუა მცნებათა შენთა; სიმართლითა შენითა მაცხოვნე მე. და ესრეთ ნებისაებრ ღმრთისა მოგუემადლნენ ნეშტნი ესე ჟამნი ცხორებისა ჩუენისანი, რაჲთა ჴორცთა შინა უჴორცოთა მოქალაქობასა მოგებად ღირს ვიქმნნეთ.
1 პეტრეს წერილი 4:1
1. ამრიგად, რაკი ქრისტე ჩვენთვის ევნო ხორციელად, თქვენც აღიჭურვეთ იმავე აზრით, ვინაიდან ხორციელად ვნებული აღარა სცოდავს.2. რათა კაცთა გულისთქმით კი არა, ღვთის ნებით გალიოთ სიცოცხლის დარჩენილი დღენი.
1 პეტრეს წერილი თავი 4