მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრეს წერილი 5:12

11. დიდება მას და ძალმოსილება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.12. სილვანუსის, ჩემი აზრით, თქვენი სანდო ძმის ხელით მოკლედ მოგწერეთ, განუგეშეთ და გიმოწმეთ, რომ ეს მადლი ღვთისა, რომლითაც დგახართ, ჭეშმარიტია.13. მოგიკითხავთ თანარჩეული ეკლესია ბაბილონისა და მარკოზი, ჩემი ძე.
1 პეტრეს წერილი თავი 5
12. სილვანუსის, ჩემი აზრით, თქვენი სანდო ძმის ხელით მოკლედ მოგწერეთ, განუგეშეთ და გიმოწმეთ, რომ ეს მადლი ღვთისა, რომლითაც დგახართ, ჭეშმარიტია.
თავი ჱ̂. ლოცვა სისრულისათჳს მორწმუნეთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: სილოანეს მიერ ძმისა თქუენისა სარწმუნოჲსა, ვითარ ვჰგონებ, მცირედ მივწერე. გლოცევდ და გიწამებდ, ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტი მადლი ღმრთისაჲ, რომელსაცა ზედა სდგათ (5,12).:

თარგმანი: ამიერ ცხად ჰყოფს სახელსა სილოვანესსა, რომელმან დაწერა წიგნი ესე, და ძალსა აღწერილისასა, ვითარმედ სიტყუათა ამათ მიერ დაუმტკიცებს და უწამებს ყოველთა, ვითარმედ: ნუ ირყევით ქრისტეანობისაგან, რამეთუ ესე არს მადლი ღმრთისაჲ ჭეშმარიტი —სარწმუნოებით დგომაჲ მოქმედებასა შინა ქრისტეს ბრძანებათასა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის