თარგმანი: ბაბილონად სახისმეტყუელებით ჰრომსა უწოდს, და მას შინა მყოფად — ერსა მორწმუნეთასა, ხოლო რჩეულად — მას შინა ეკლესიასა ქრისტეანეთასა. და მარკოზს იტყჳს მახარებელსა, რომელსა-იგი ქრისტეს მიერითა შვილებითა ძედცა თჳსად უწოდს, რამეთუ ამან მარკოზ ბრძანებითა პეტრესითა აღწერა სახარებჲ თჳსი.
1 პეტრეს წერილი 5:13
12. სილვანუსის, ჩემი აზრით, თქვენი სანდო ძმის ხელით მოკლედ მოგწერეთ, განუგეშეთ და გიმოწმეთ, რომ ეს მადლი ღვთისა, რომლითაც დგახართ, ჭეშმარიტია.13. მოგიკითხავთ თანარჩეული ეკლესია ბაბილონისა და მარკოზი, ჩემი ძე.14. სიყვარულის ამბორით მოიკითხეთ ერთმანეთი. მშვიდობა ყველას, ვინც იესო ქრისტეში ხართ. ამინ.
1 პეტრეს წერილი თავი 5