თარგმანი: ზოგადი არს მცნებაჲ ესე ეპისკოპოსთა მიმართ და ხუცესთა, რამეთუ მაშინ ჯერეთ საზიარო იყო სახელები ესე რამეთუ ეპისკოპოსთა ხუცეს და ხუცესთა ეპისკოპოს უწოდდიან, რომელთა აწ მოციქული უბრძანებს, რაჲთა რწმუნებულსა მას მათდა სამწყსოსა ღმრთისასა ფრთხილად ზედაადგენ, და თჳნიერ იძულებისა ნებსით რწმუნებით არწმუნებდენ ყოველსა კეთილსა, და ნუმცა შესაძინელ ჴორციელისა რაჲსმე საძაგელისა განხრწნადთა ნივთთა მოგებისა ჰყოფენ მწყემსობასა მათსა, არამედ ყოველი გულსმოდგინებაჲ აქუნდინ ცხოვნებისათჳს მათისა, სიტყჳთ სწავლითა და საქმით სახე სათნოებისა ყოფითა მათდა, რაჲთა ესრეთ ჟამსა თჳსსა მოიღონ წარუვალი სასყიდელი შრომისაჲ მწყემსთმთავრისა და მაცხოვრისაგან ყოველთაჲსა ქრისტეს ღმრთისა.
1 პეტრეს წერილი 5:2
1. ხოლო თქვენს შორის ხუცესთა ვთხოვ, მე, თანახუცესი, ქრისტეს ვნებათა მოწმე და თანამოზიარე დიდებისა, რომელიც უნდა გაცხადდეს:2. მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, მაგრამ არა იძულებით, არამედ ნებსით, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით.3. ნუ ეუფლებით ღვთის სამკვიდრებელს, არამედ მაგალითი მიეცით სამწყსოს.
1 პეტრეს წერილი თავი 5