მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრეს წერილი 5:3

2. მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, მაგრამ არა იძულებით, არამედ ნებსით, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით.3. ნუ ეუფლებით ღვთის სამკვიდრებელს, არამედ მაგალითი მიეცით სამწყსოს.4. და როცა მოვა სარდალი, დიდების უჭკნობ გვირგვინს მიიღებთ.
1 პეტრეს წერილი თავი 5
3. ნუ ეუფლებით ღვთის სამკვიდრებელს, არამედ მაგალითი მიეცით სამწყსოს.
თავი ზ̂. მცნებისათჳს ხუცესთაჲსა, რაჲთა კეთილად იღუწიდენ სამწყსოთა თჳსთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხუცესთა მათ თქუენ შორის ვჰლოცავ, ვითარცა თანა-ხუცესი და მოწამე ვნებათა ქრისტესთაჲ და მერმისა მის გამოჩინებადისა დიდებისა ზიარი. მწყსიდით თქუენ შორის სამწყსოსა მას ღმრთისასა. იღუწიდით ნუ იძულებით, არამედ ნებსით: ნუცა საძაგელისა შეძინებით, არამედ გულსმოდგინედ; ნუცა ვითარმცა ეუფლებოდეთ სამნოსა მას, არამედ სახე ექმნენით სამწყსოსა მას და გამოჩინებასა მას მწყემსთმთავრისასა მოიღოთ დაუჭნობელი იგი დიდებისა გჳრგჳნი (5,1-4).:

თარგმანი: ზოგადი არს მცნებაჲ ესე ეპისკოპოსთა მიმართ და ხუცესთა, რამეთუ მაშინ ჯერეთ საზიარო იყო სახელები ესე რამეთუ ეპისკოპოსთა ხუცეს და ხუცესთა ეპისკოპოს უწოდდიან, რომელთა აწ მოციქული უბრძანებს, რაჲთა რწმუნებულსა მას მათდა სამწყსოსა ღმრთისასა ფრთხილად ზედაადგენ, და თჳნიერ იძულებისა ნებსით რწმუნებით არწმუნებდენ ყოველსა კეთილსა, და ნუმცა შესაძინელ ჴორციელისა რაჲსმე საძაგელისა განხრწნადთა ნივთთა მოგებისა ჰყოფენ მწყემსობასა მათსა, არამედ ყოველი გულსმოდგინებაჲ აქუნდინ ცხოვნებისათჳს მათისა, სიტყჳთ სწავლითა და საქმით სახე სათნოებისა ყოფითა მათდა, რაჲთა ესრეთ ჟამსა თჳსსა მოიღონ წარუვალი სასყიდელი შრომისაჲ მწყემსთმთავრისა და მაცხოვრისაგან ყოველთაჲსა ქრისტეს ღმრთისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის