მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრეს წერილი 5:7

6. მაშ, დამდაბლდით ღვთის მტკიცე ხელქვეშ, რათა დროულად აგამაღლოთ თქვენ.7. მას მიანდეთ ყოველი თქვენი საზრუნავი, რადგანაც ის ზრუნავს თქვენზე.8. იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს.
1 პეტრეს წერილი თავი 5
7. მას მიანდეთ ყოველი თქვენი საზრუნავი, რადგანაც ის ზრუნავს თქვენზე.
თავი ზ̂. მცნებისათჳს ხუცესთაჲსა, რაჲთა კეთილად იღუწიდენ სამწყსოთა თჳსთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ეგრეთვე ჭაბუკნი დაემორჩილენით მოხუცებულთა და ყოველთავე ურთიერთას მორჩილებითა სიმდაბლე შეიმოსეთ, რამეთუ ღმერთი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი. და-უკუე-მდაბლდით წინაშე მტკიცესა ჴელსა ღმრთისასა, რაჲთა აღგამაღლნეს თქუენ ჟამსა თჳსსა ყოველივე ზრუნვაჲ თქუენი მიუტევეთ მას, რამეთუ იგი იღუწის თქუენთჳს (5,5-7).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო მწყემსთა ამცნო სიფრთხილე სამწყსოთა ზედადგომისაჲ, აწ სამწყსოთა უწოდს ჭაბუკ, და უბრძანებს, რაჲთა, ვითარცა შვილნი მამათა, ეგრეთ ერჩდენ მოხუცებულ წოდებულთა ამათ მღდელთა და მღდელთმთავართა. ამისსა შემდგომად ზოგად ყოველთა აწუევს სიმდაბლით ურთიერთას მორჩილებასა და მახჳლ მომჭრელ ზუაობისა ჰყოფს სიტყუასა მას იგავთასა, რაჲთა ქუეშე მტკიცესა მას ჴელსა ღმრთისასა, რომელი ძლიერ არს შემუსრვად ამპარტავანთა, და უწყის ჟამი მდაბალთა ამაღლებისაჲ. ამისთჳს ნუვინ პირველ ჟამისა ეძიებნ მას, რამეთუ აქა არს დამდაბლებაჲ და ჭირი, ხოლო მერმესა მას — სიმაღლე და განსუენებაჲ საუკუნოჲ, რომლისათჳსცა მას თავადსა მიუტეოთ ყოველი ზრუნვაჲ ჩუენი, ხოლო ჩუენ უზრუნველ ვიყვნეთ და მზა მოქმედებასა შინა მცნებათა მისთასა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის