მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 1:10

9. რადგანაც თვითონვე გითხრობენ ჩვენზე, როგორი შემოსვლა გვქონდა თქვენთან, როგორ მოიქეცით ღვთის მიმართ კერპთაგან, რათა ემსახუროთ ცოცხალსა და ჭეშმარიტ ღმერთს,10. და ელოდოთ ზეციდან მის ძეს, რომელიც აღადგინა მკვდრეთით, - იესოს, მომავალი რისხვისაგან ჩვენს მხსნელს.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 1
10. და ელოდოთ ზეციდან მის ძეს, რომელიც აღადგინა მკვდრეთით, - იესოს, მომავალი რისხვისაგან ჩვენს მხსნელს.
ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„რამეთუ თქუენ მიერ განეფინა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ არა ხოლო მაკედონიას შინა და აქაიას, არამედ ყოველთა ადგილთა სარწმუნოებაჲ თქუენი ღმრთისა მიმართ განჴდა, ვიდრემდის არღარა გჳჴმს ჩუენ სიტყუად რაჲმე. მაგათ თჳთ გითხრან ჩუენთჳს, ვითარი შესლვაჲ გუაქუნდა თქუენდა მიმართ, და ვითარ მოიქეცით კერპთაგან ღმრთისა მიმართ მონებად ღმრთისა ცხოველისა და ჭეშმარიტისა და მოლოდებად ძისა მისისა ზეცით, რომელი-იგი აღადგინა მკუდრეთით, იესუ, მჴსნელი ჩუენი, რისხვისა მისგან მომავალისა." ().

1. სარწმუნოების ხმობა და ძის მოლოდინი

როგორც კეთილსურნელოვანი ნელსაცხებელი სურნელს თავის თავში გამოკეტილად არ იჭერს, არამედ შორიდან გამოსცემს მას და, ჰაერს რომ თავის სუნს აზიარებს, ამგვარად ახლობელთა გრძნობებამდეც აღწევს, ასევე კეთილშობილ და საკვირველ კაცებს სათნოება თავის თავში გამოკეტილი არა აქვთ, არამედ თავიანთი სახელით მრავალს არგებენ და უკეთესებად აქცევენ. სწორედ ეს მოხდა მაშინაც. ამიტომაც ამბობდა:...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის