მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 2:17

16. ვინაიდან გვიკრძალავენ ვუქადაგოთ წარმართთ და, ამრიგად, ვიხსნათ ისინი. ასე რომ, გამუდმებით ავსებენ თავიანთ ცოდვათა საწყაულს, რისთვისაც უკვე თავს ატყდებათ რისხვა.17. ხოლო ჩვენ, ძმანო, თვალით და არა გულით ერთხანს თქვენგან განშორებულნი, მით უფრო მეტად ვესწრაფვით თქვენს პირისპირ ხილვას.18. ამიტომაც იყო, რომ ჩვენ, მეტადრე, მე - პავლემ, დავაპირეთ თქვენთან წამოსვლა, მაგრამ სატანამ დაგვაბრკოლა.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 2
17. ხოლო ჩვენ, ძმანო, თვალით და არა გულით ერთხანს თქვენგან განშორებულნი, მით უფრო მეტად ვესწრაფვით თქვენს პირისპირ ხილვას.
ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„მოიჴსენენით, ძმანო, შურომანი ჩუენნი და რუდუნებანი, რამეთუ ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაჲთა არავის დაუმძიმოთ თქუენგანსა, და ესრეთ ვქადაგეთ თქუენდა მიმართ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ. თქუენ მოწამე ხართ და ღმერთი, ვითარ-იგი ღირსად და მართლად და უბიწოდ თქუენ მორწმუნეთა მიმართ ვიყვენით, ვითარცა-ეგე იცით, ვითარ კაცად-კაცადსა თქუენსა, ვითარცა მამაჲ თჳსსა შვილსა, ეგრეთ გლოცევდით თქუენ და ნუგეშინის-გცემდით და გიწამებდით, რაჲთა ხჳდოდით თქუენ ღირსად ღმრთისა, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ თჳსსა მას სასუფეველსა და დიდებასა." ().

1. მოციქულის შრომა და სიტყვის შეწყნარება

მასწავლებელმა მძიმე არ უნდა მიიჩნიოს არაფერი იქიდან, რაც მოწაფეთა ცხონებას ემსახურება. რადგან თუ ნეტარი იაკობი ღამითა და დღით ფარათა დასაცავად იწურებოდა, მით უმეტეს მას, ვისაც სულები აქვს მინდობილი, თუნდაც საქმე შრომატევადი იყოს და თუნდაც მდაბალი, ყველაფერი უნდა აკეთოს და მხოლოდ ერთს უმზერდეს: განსწავლულთა ცხონებასა და იქიდან ღმერთთან მისულ დიდებას....

სრულად ნახვა
ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ყურთა ქავილი და სიმართლის გვირგვინი:

...სწავლის, რომ მომხდარი მსუბუქად აიტანოს, კეთილი სასოება ჰქონდეს და არ იფიქროს, თითქოს ეს საქმე მძიმე ტვირთი იყოს. რადგან საშინელია, საშინელია განშორება; და მოისმინე, რას ამბობს იგი: „ხოლო ჩუენ, ძმანო, ობოლ ღათუ ვიქმნენით თქუენგან წუთერთ ჟამ პირითა და არა გულითა“ (). თუ თვითონ, მოწაფეებისაგან განშორებული, ასეთ რამეებს განიცდიდა, როგორ ფიქრობ, რას განიცდიდა ტიმოთე? თუ სიცოცხლეშივე, მისგან განშორებისას, ტიროდა, ისე რომ მას ეთქვა: „მომეჴსენებიან ცრემლნი ეგე შენნი, - რაჲთა სიხარულითა აღვივსო“ (), რამდენად უფრო მისი აღსრულების შემდეგ? ამრიგად, ამას სანუგეშებლად წერდა; და მთელი ეპისტოლეც ნუგეშით არის სავსე და თითქოს ერთგვარი ანდერძია.

ამბობს: „ღუაწლი კეთილი მომიღუაწებიეს, სრბაჲ აღმისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დამიმარხავს“ (). ამბობს...

სრულად ნახვა
ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. წმინდანთა არცოდნა და მოძღვრის ზრუნვა:

...ნც ესოდენი რამ იცის, ვინც გამოუთქმელი სიტყვები ისმინა, ვინც მესამე ცამდე ავიდა, ეს არ იცის, თანაც ათენში მყოფმა? და ეს მაშინ, როცა მათ შორის დიდი მანძილიც არ იყო და მათგან დიდი ხნის განშორებულიც არ ყოფილა; რამეთუ ამბობს: „ობოლ ღათუ ვიქმნენით თქუენგან წუთერთ ჟამ" (). მაშ, ასეთი კაცი არ იცნობს თესალონიკელთა მდგომარეობას, არამედ იძულებულია გაგზავნოს ტიმოთე მათი რწმენის შესატყობად? ამბობს: „რაჲთა ვცნა თქუენი ეგე სარწმუნოებაჲ, ნუუკუე განგცადნა თქუენ განმცდელმან მან, და ცუდად იყოს შრომაჲ იგი ჩუენი" ().

მაშ, რას იტყოდა ვინმე? ნუთუ იმას, რომ წმინდანებმა ყველაფერი არ იცოდნენ? ხოლო ის, რომ არ იცოდნენ, მრავალმხრივ შეიძლება შეიტყოს ვინმემ, როგორც პირველთაგან, ისე შემდგომთაგან: როგორც ელისემ არ იცოდა ქალის შესახებ; როგორც ელია ეუბნებოდა ღმერთს: „წინაწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს მახჳლითა და მე მარტო დაშთომილ ვარ და ეძიებენ სულსაცა ჩემსა მიღებად" (

სრულად ნახვა