მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 2:9

8. ასევე ჩვენც, თქვენდამი კეთილგანწყობის გამო, მოვისურვეთ გადმოგვეცა თქვენთვის არა მარტო სახარება ღვთისა, არამედ ჩვენი სული, ვინაიდან საყვარელნი გახდით ჩვენთვის.9. ხომ გახსოვთ, ძმანო, ჩვენი შრომა და რუდუნება: დღე და ღამეს ვასწორებდით, რომ არ შეგვეწუხებინეთ, და ასე გიქადაგებდით ღვთის სახარებას.10. თქვენთან ერთად, ღმერთია მოწმე, თუ რა წმინდად, სამართლიანად და უმწიკვლოდ ვიქცეოდით თქვენს მიმართ, რომელთაც გწამთ,
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 2
9. ხომ გახსოვთ, ძმანო, ჩვენი შრომა და რუდუნება: დღე და ღამეს ვასწორებდით, რომ არ შეგვეწუხებინეთ, და ასე გიქადაგებდით ღვთის სახარებას.
ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„მოიჴსენენით, ძმანო, შურომანი ჩუენნი და რუდუნებანი, რამეთუ ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაჲთა არავის დაუმძიმოთ თქუენგანსა, და ესრეთ ვქადაგეთ თქუენდა მიმართ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ. თქუენ მოწამე ხართ და ღმერთი, ვითარ-იგი ღირსად და მართლად და უბიწოდ თქუენ მორწმუნეთა მიმართ ვიყვენით, ვითარცა-ეგე იცით, ვითარ კაცად-კაცადსა თქუენსა, ვითარცა მამაჲ თჳსსა შვილსა, ეგრეთ გლოცევდით თქუენ და ნუგეშინის-გცემდით და გიწამებდით, რაჲთა ხჳდოდით თქუენ ღირსად ღმრთისა, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ თჳსსა მას სასუფეველსა და დიდებასა." ().

1. მოციქულის შრომა და სიტყვის შეწყნარება

მასწავლებელმა მძიმე არ უნდა მიიჩნიოს არაფერი იქიდან, რაც მოწაფეთა ცხონებას ემსახურება. რადგან თუ ნეტარი იაკობი ღამითა და დღით ფარათა დასაცავად იწურებოდა, მით უმეტეს მას, ვისაც სულები აქვს მინდობილი, თუნდაც საქმე შრომატევადი იყოს და თუნდაც მდაბალი, ყველაფერი უნდა აკეთოს და მხოლოდ ერთს უმზერდეს: განსწავლულთა ცხონებასა და იქიდან ღმერთთან მისულ დიდებას....

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის