მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 2:8

7. თუმცაღა, როგორც ქრისტეს მოციქულებს, შეგვეძლო მძიმე ტვირთად დაგწოლოდით, მაგრამ მშვიდად ვიყავით თქვენს შორის, როგორც ძიძა, თავს რომ ევლება თავის პატარებს.8. ასევე ჩვენც, თქვენდამი კეთილგანწყობის გამო, მოვისურვეთ გადმოგვეცა თქვენთვის არა მარტო სახარება ღვთისა, არამედ ჩვენი სული, ვინაიდან საყვარელნი გახდით ჩვენთვის.9. ხომ გახსოვთ, ძმანო, ჩვენი შრომა და რუდუნება: დღე და ღამეს ვასწორებდით, რომ არ შეგვეწუხებინეთ, და ასე გიქადაგებდით ღვთის სახარებას.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 2
8. ასევე ჩვენც, თქვენდამი კეთილგანწყობის გამო, მოვისურვეთ გადმოგვეცა თქვენთვის არა მარტო სახარება ღვთისა, არამედ ჩვენი სული, ვინაიდან საყვარელნი გახდით ჩვენთვის.
ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„რამეთუ თქუენ მიერ განეფინა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ არა ხოლო მაკედონიას შინა და აქაიას, არამედ ყოველთა ადგილთა სარწმუნოებაჲ თქუენი ღმრთისა მიმართ განჴდა, ვიდრემდის არღარა გჳჴმს ჩუენ სიტყუად რაჲმე. მაგათ თჳთ გითხრან ჩუენთჳს, ვითარი შესლვაჲ გუაქუნდა თქუენდა მიმართ, და ვითარ მოიქეცით კერპთაგან ღმრთისა მიმართ მონებად ღმრთისა ცხოველისა და ჭეშმარიტისა და მოლოდებად ძისა მისისა ზეცით, რომელი-იგი აღადგინა მკუდრეთით, იესუ, მჴსნელი ჩუენი, რისხვისა მისგან მომავალისა." ().

1. სარწმუნოების ხმობა და ძის მოლოდინი

როგორც კეთილსურნელოვანი ნელსაცხებელი სურნელს თავის თავში გამოკეტილად არ იჭერს, არამედ შორიდან გამოსცემს მას და, ჰაერს რომ თავის სუნს აზიარებს, ამგვარად ახლობელთა გრძნობებამდეც აღწევს, ასევე კეთილშობილ და საკვირველ კაცებს სათნოება თავის თავში გამოკეტილი არა აქვთ, არამედ თავიანთი სახელით მრავალს არგებენ და უკეთესებად აქცევენ. სწორედ ეს მოხდა მაშინაც. ამიტომაც ამბობდა:...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის