მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 5:15

14. ამასაც გევედრებით, ძმანო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარში ამოუდექით უმწეოთ და დიდსულოვანნი იყავით ყველას მიმართ.15. თვალი ფხიზლად გეჭიროთ, რომ ბოროტის წილ არავინ მიაგოს ვინმეს ბოროტი, არამედ ყოველთვის ეძებდეთ სიკეთეს როგორც ერთურთის, ისე ყველას მიმართ.16. მარადის ხარობდეთ.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 5
15. თვალი ფხიზლად გეჭიროთ, რომ ბოროტის წილ არავინ მიაგოს ვინმეს ბოროტი, არამედ ყოველთვის ეძებდეთ სიკეთეს როგორც ერთურთის, ისე ყველას მიმართ.
ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო გლოცავთ თქუენ, ძმანო, იცნითმცა მშრომელნი იგი თქუენ შორის და წინამძღუარნი იგი თქუენნი უფლისა მიერ და მასწავლელნი იგი თქუენნი. და უმეტესად შეჰრაცხენით იგინი სიყუარულით უფროჲს საქმისათჳს მათისა; და მშჳდობასა ჰყოფდით მათ თანა." ().

1. მოძღვართა პატივი და სიყვარულით მორჩილება

წინამძღოლს აუცილებლობით აქვს მცირედსულოვნების მრავალი საბაბი; როგორც ექიმთა მსახურებს ხშირად უწევთ ავადმყოფთა შეწუხება, როცა უმზადებენ საჭმელსა და წამლებს, რომლებიც სიამოვნებას კი არ იძლევა, მაგრამ დიდ სარგებელს მოაქვს; და როგორც მამებიც მრავალ შემთხვევაში მძიმე არიან შვილებისთვის, ასევე არიან მოძღვარნიც და ბევრად უფრო მეტად. რამეთუ ექიმი, თუნდაც ავადმყოფს მის მიმართ სიძულვილი გაუჩნდეს, მაინც სასიამოვნოდ არის განწყობილი მისიანებისა და ახლობლების მიმართ, ხშირად კი თვით ავადმყოფის მიმართაც; მამასაც ბუნების ძალითაც და გარეგანი კანონებითაც დიდი სიადვილით აქვს ძალაუფლება შვილზე; თუნდაც უნებური დასაჯოს და გაკიცხოს, არავინ იქნება...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის