მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 5:14

13. გამორჩევით გიყვარდეთ ისინი, მათი საქმის გამო; მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთს შორის.14. ამასაც გევედრებით, ძმანო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარში ამოუდექით უმწეოთ და დიდსულოვანნი იყავით ყველას მიმართ.15. თვალი ფხიზლად გეჭიროთ, რომ ბოროტის წილ არავინ მიაგოს ვინმეს ბოროტი, არამედ ყოველთვის ეძებდეთ სიკეთეს როგორც ერთურთის, ისე ყველას მიმართ.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 5
14. ამასაც გევედრებით, ძმანო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარში ამოუდექით უმწეოთ და დიდსულოვანნი იყავით ყველას მიმართ.
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო გლოცავთ თქუენ, ძმანო, იცნითმცა მშრომელნი იგი თქუენ შორის და წინამძღუარნი იგი თქუენნი უფლისა მიერ და მასწავლელნი იგი თქუენნი. და უმეტესად შეჰრაცხენით იგინი სიყუარულით უფროჲს საქმისათჳს მათისა; და მშჳდობასა ჰყოფდით მათ თანა." ().

1. მოძღვართა პატივი და სიყვარულით მორჩილება

წინამძღოლს აუცილებლობით აქვს სულმოკლეობის მრავალი საბაბი; როგორც ექიმთა მსახურებს ხშირად უწევთ ავადმყოფთა შეწუხება, როცა ისეთ საჭმელსა და წამლებს უმზადებენ, რომლებიც სასიამოვნო არ არის, მაგრამ დიდ სარგებელს იძლევა; და როგორც მამებიც მრავალ შემთხვევაში მძიმე არიან შვილებისთვის, ასევე არიან მოძღვარნიც, და ბევრად უფრო მეტად. რამეთუ ექიმი, თუნდაც სნეულს შესძულდეს, მაინც კეთილად არის განწყობილი მისი შინაურებისა და ახლობლების მიმართ, ხშირად კი თვით სნეულის მიმართაც; მამასაც ბუნების ძალითაც და გარეგანი კანონებითაც დიდი სიადვილით აქვს ძალაუფლება შვილზე; თუნდაც შვილი თავისი ნების წინააღმდეგ დასაჯოს და გაკიცხოს, არავინ იქნება...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის